ცნობილია ნარკოტიკების საქმეზე დაკავებული „ვიატლაგის“ საქმე
1783538316
ჩვენ კონტაქტი ყველასთან გვაქვს და მით უმეტეს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იდეოლოგიურ თანხვედრაში არიან ჩვენთან. ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი ჩვენსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურ თანხვედრას ღირებულებების, იდეოლოგიურ ნაწილში, ჩვენს შეფასებებში, იგივე ევრობიუროკრატების მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, რასაც „ქართული ოცნება“ ევრობიუროკრატებზე საუბრობს, ანალოგიური აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა. მაჭავარიანის განმარტებით, მათთან სრული თანხვედრაა უკრაინაში ომთან დაკავშირებით, გარე ჩარევებზე და სხვა საკითხებში.
„შესაბამისად, სრული თანხვედრაა და ამიტომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რომ რეალური პარტნიორობა დაიწყება. პირველ რიგში გამოვყოფდი ღირებულებით ნაწილში თანხვედრას. ვისაც სურს მშვიდობა და არ უნდა ომი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ასეთთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ვისურვებდით, ნებისმიერ ქვეყანაში მმართველი პარტია იქნება თუ ხელისუფლება ყველა ამ იდეოლოგიით გამოდიოდეს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.