მტრედები არ შორდებიან ბავშვებს... - რა ვიდეოს აქვეყნებს ოჯახის ახლობელი
1736625167
მაღალი რანგის პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი, არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია, ერთად ვიხილეთ ყველამ ეს განცხადებები, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, არჩევნების შედეგებს საერთაშორისო აღიარება აქვს და არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია მისი ლეგიტიმურობა.
„აბსოლუტურად არავის, ეჭვქვეშ არ დაუყენებია ამ არჩევნების ლეგიტიმურობა. კუბილიუსზე და კოლექტიურ კუბილიუსებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სხვათა შორის კუბილიუსის პარტიამ დღეს წააგო თავის ქვეყანაში არჩევნები. იმდენად ჩართულები იყვნენ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში, რომ საკუთარ პარტიას ვერ მიაქციეს ყურადღება.
მილიონ ასოცი ათასი ხმა მივიღეთ ჩვენ. ფაქტობრივად გამეორდა 2012 წლის არჩევნების შედეგები. ეს იმხელა მხარდაჭერა არის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, იმდენად დამაჯერებელი იქნება გამარჯვებათქო, რომ სულ რომ ვიღაც დაინტერესებული მხარე იყოს სუბიექტურ დასკვნას ვერ დადებს, იქიდან გამომდინარე რომ ყველა თავის რეპუტაციაზე ზრუნავს. იმდენად დამაჯერებლად გავიმარჯვეთ რომ ყველას მოუწია იმის აღიარება რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და მშვიდ გარემოში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.