აშშ-ში, იალქნიანი ნავისა და ბარჟის შეჯახების შედეგად, 2 ბავშვი დაიღუპა

ოო

აშშ-ში, მაიამის სანაპიროსთან იალქნიანი ნავისა და ბარჟის შეჯახების შედეგად, 2 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეჯახება მონუმენტსა და ჰიბისკუსის კუნძულებს შორის მოხდა. ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიის ცნობით, წყალში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა - ერთი ზრდასრული და ხუთი ბავშვი.

მაიამის იახტკლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტში საიალქნო სპორტით დაკავებული ბავშვები მონაწილეობდნენ. ექვსიდან ოთხი ბავშვი ჯექსონის მემორიალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, მათგან ორი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ოფიცერმა ნიკოლას სტრასბურგმა CNN-ს განუცხადა, რომ შეჯახების შემდეგ იალქნიანი ნავი ბარჟის ქვეშ ჩაიძირა.