როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
სირცხვილი, რომ ხატია დეკანოიძე პოლიციასთან რაიმე ბმას ამაყობს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ხატია დეკანოიძის განცხადების შეფასებისას.
„ამ სიამაყეში თუნდაც რომ დაუშვას ვინმემ, რომ რასაც საუბრობდა თავის დროზე და რომ ეამაყება, რომ პოლიციისთვის საქართველოსა თუ უკრაინაში რამე აქვს გაკეთებული ამ ინსტიტუციისთვის და შემდეგ ასეთ რამეს საუბრობს, ეს მხოლოდ თავის თავზე მეტყველებს, მის მორალზე მეტყველებს, მის წარსულზე მეტყველებს, მის აწმყოზე მეტყველებს და მის მომავალზე მეტყველებს. ასე, რომ თითოეული შეურაცხყოფა, რომელიც მიმართული იქნება იმ გმირი ბიჭების და იმ მართლაც გმირი ინსტიტუციის მიმართ ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ, მეტყველებს მხოლოდ იმ ადამიანზე, რომელიც ასეთი ლექსიკით გამოირჩევა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ხატია დეკანოიძემ ერთ-ერთი არხის ეთერში განაცხადა, რომ პოლიცილები გარეგნულადაც კატასტროფულად გამოიყურებიან.