რა მოსდის პროდუქტებს, როცა მაცივარში ცელოფნის პარკით ინახავთ - სპეციალისტის გაფრთხილება
1775156925
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე კაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ მანქანას.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანა ამოტრიალდა, ქვეითი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.