არჩილ გორდულაძე: ალეკო ელისაშვილის გარეშე წარმოუდგენელია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, იგი ამით გადაარჩენს თავის პატრონებსაც და „ლელოელ“ თუ „გახარიელ“ მეგობრებსაც

არჩილ გორდულაძე

ალეკო ელისაშვილი ამით გადაარჩენს თავის პატრონებსაც და „ლელოელ“ თუ „გახარიელ“ მეგობრებსაც, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ.

„ვის თუ არა ალეკო ელისაშვილს აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოს. მის გარეშე წარმოუდგენელია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. იგი ამით გადაარჩენს თავის პატრონებსაც და „ლელოელ“ თუ „გახარიელ“ მეგობრებსაც. სხვათა შორის, იმ მეგობრებსაც, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მევახშეებს ეძახდა. რაც უფრო მეტი ასეთი „პრინციპული“ და „ქვეყანაზე შეყვარებული“ ადამიანები გაერთიანდებიან, კარგია და მათ ძალიან დიდი წარმატებაც შეიძლება ვუსურვოთ, ოღონდ არა ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს გორდულაძე.

არსებული ინფორმაციით, „ლელო“ და გახარიას პარტია ალეკო ელისაშვილის კანდიდატურას უახლოეს დღეებში წარადგენენ.