ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
პარლამენტის მიერ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, „ლეიბორისტული პარტია“ სახელმწიფო დაფინანსებას კარგავდა.
აღსანიშნავია, რომ ნათელაშვილს პარლამენტში ადგილმონაცვლე არ ჰყავს, კანონის მიხედვით, კი პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება და მისი ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელია. აღნიშნული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან უნდა შეუწყდეს.
შალვა ნათელაშვილითვის მანდატის შეწყვეტის საკითხი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დადგა. დღეს კი ნათელაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდება.
ასევე ნახეთ - რას ამბობდა შალვა ნათელაშვილი 2 წლის წინ
ოქრო გაიაფდა - რა ღირს გრამი საქართველოში
1789657855