გადააყენებს თუ არა ნიკა მელიას "ნაცმოძრაობა" - რას ამბობენ პარტიაში

მელია

"ნამდვილად არ აპირებს პარტია ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო სხვადასხვა აზრების, შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობა, რომელსაც აერთიანებს ის იდეა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა ჩვენი  პარტია",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა. 

"ეს არის ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო. ეს არის იდეა, რომლის გარშემო ვართ ყველანი შემოკრებილი. ადრეც ვკამათობდით, დღესაც და მომავალშიც ვიკამათებთ ,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

რას ამბობს ნიკა მელია ფარულ ჩანაწერში, რომელიც რამდენიმე დღის წინ  ტელეკომპანია „იმედმა“  გაავრცელა (ამ ჩანაწერის ავთენტურობა მელიამ დაადასტურა). გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს:

„როგორ მოვიგებდი გლდანში არჩევნებს. ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ“

„თუ თქვენი და თქვენი მეზობლის მთავარი იდეა თუ არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა, სხვა რამე უნდა იყოს“.

"ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი მიშას, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მისი ჩამოსვლის, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა“.

ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართებოდა. ის ასეთი ტექსტებით „ნაციონალური მოძრობის“ მხარდამჭერებს ესაუბრება.