„ნაციონალურ მოძრაობაში“ აშკარა დაპირისპირებაა ნიკა მელიასა და მსჯავრდადებული სააკაშვილის მომხრე ლიდერებს შორის - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აშკარა დაპირისპირებაა ნიკა მელიასა და მსჯავრდადებული სააკაშვილის მომხრე ლიდერებს შორის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ძალიან ბევრი გზავნილი დაინახა გუშინ საზოგადოებამ ნიკა მელიასგან. პირველი, კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური კრიზისია, არის აშკარა დაპირისპირება ნიკა მელიასა და მსჯავრდადებული სააკაშვილის მომხრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის. საზოგადოებაში „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აღიქმება პარტიად და პოლიტიკურ სუბიექტად, რომელიც მხოლოდ დესტრუქციაზეა ორიენტირებული“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.