"კრიტერიუმებს აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ" - ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი

კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკოს თავმჯდომარეობის კრიტრიუმებს აკმაყოფილებს. 

„ჩემი მოლოდინების საფუძველია ის კრიტერიუმები, რომელთაც აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ. ესენია დაწერილი თუ დაუწერელი კრიტერიუმები, რომლებიც ეხება დამოუკიდებლობას, გავლენებისგან თავისუფლად ყოფნას, პროფესიონალიზმს, კვალიფიკაციას, სხვადასხვა მთავრობის პირობებში საქმიანობას. ერთია პიროვნული მხარე და მეორე - არჩევნების ჩატარების გამოცდილება, რომელმაც ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა ადმინისტრირებისა და ტექნიკურად გამართულობის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში.

ესაა საარჩევნო ადმინისტრაციის ის მნიშვნელოვანი წინსვლა და მიღწევა, რომელიც უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობისა და ახალი მენეჯმენტის პირობებში განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ და ამ ინიციატივებისა და რეფორმების ძირითადი ნაწილი ჩემს სახელს უკავშირდება“, - აღნიშნავს გიორგი კალანდარიშვილი.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ.