როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?! - დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე

დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.

თეა ადეიშვილის თქმით, პრემიერს „რუსეთში ნასწავლი ინგლისური აქვს“, რადგან მსგავსი აქცენტი მხოლოდ რუსებისგან სმენია. აღნიშნულს კი ლაშა ბაქრაძის რეპლიკა მოჰყვა, რომ „ირაკლი კობახიძეს გერმანულიც მწირი აქვს“.

როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, ოპონენტებს პრემიერ-მინისტრის კრიტიკისთვის რეალური არგუმენტები არ გააჩნიათ.

„როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!“ - წერს ქართველიშვილი.

✕