დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, 20 თებერვლიდან „ომიკრონი“ „დასრულდება“. მისივე განმარტებით, ეს იქნება „კორონავირუსის“ ბოლო შტამი.
„კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ ინფიცირების ტალღა 20 თებერვალს დასრულდება – ეს, სავარაუდოდ, COVID-19-ის ბოლო მუტაციაა, – განაცხადა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორმა დიმოსთენის სარიანისმა Newsbeast–თვის მიცემულ ინტერვიუში.
„20 თებერვალს, „ომიკრონის“ ტალღის პიკიდან ერთ თვეში მისი დაღმასვლა დასრულდება. საშუალოდ შემთხვევების ყოველკვირეული რაოდენობა 3500-4000 იქნება და უკვე გვექნება „ომიკრონის“ დასასრული – ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს უკვე იმუნიტეტი გამოუმუშავდება.
და თუნდაც „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო „ნახტომი“ იყოს, რასაც ვხედავთ და რაც ძალიან სავარაუდოა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, რომ ყველა ადვილად გადავიტანთ დაავადებას და დავასრულებთ მას.“- განაცხადა სარიანისმა.
ასევე ნახეთ - ამირან გამყრელიძის პროგნოზი საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვის მატების შესახებ