1732386875
კორუმპირებული, ყაჩაღი, ბიუჯეტის მძარცველი, უინტელექტო, ეს არის ეპითეტები, რომლითაც ნიკა მელია კეზერაშვილს ამკობდა და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შეფასებებში - სოზარ სუბარი
"კორუმპირებული, ყაჩაღი, ბიუჯეტის მძარცველი, უინტელექტო, ეს არის ის ეპითეტები, რომლითაც ნიკა მელია კეზერაშვილს ამკობდა და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შეფასებებში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„დღეს ნიკა მელია ამხილეს იმაში, რაც ისედაც ვიცოდით, რომ იგი სწორედ, კეზერაშვილის ფულით ფინანსდებოდა. ზოგადად, შავი ფული რომ ტრიალებდა და შავი ფულით ფინანსდებოდა ყველა საარჩევნო კამპანია და არა მხოლოდ ის, არამედ მათი ტელევიზიები, მათი ყველა აქცია და საქმიანობა, ეს ისედაც კარგად იცოდა ქართულმა საზოგადოებამ და ვიცოდით ყველამ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
"ტაბულას" დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საარჩევნო კამპანია დავით კეზერაშვილმა დააფინანსა.