შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
"2004, 2005, 2006, 2007, 2008 წელი ისეთი ნაბიჯები გადადგეს, რამაც მისცა რუსეთის ფედერაციას იმის საშუალება, რომ მიეტაცებინა ჩვენი ტერიტორიების 20%, მათმა ნაბიჯებმა მისცა რუსეთს ამის საშუალება და ახლა ეს ადამიანები საგარეო პოლიტიკაში გვასწავლიან ჩვენ რაღაცებს, გვაცადონ ჩვენ საგარეო პოლიტიკის კეთება! მაგათ შეინახონ თავიანთი ჭკუა, სადაც სჭირდებათ", - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის კრიტიკას უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
„როდესაც საუბარია საქართველოში რაიმე მძიმე პროცესის შესაძლო გადმოტანაზე, ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები. ჩვენ თუ ვიქნებით ორიენტირებული ისეთ რამეზე, რაც ომის რისკს გააღვივებს უკრაინაში, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ არასწორ პროცესებს, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ომის არ დაშვებას უკრაინაში, რაც ღია ტექსტითაც ეწერა რეზოლუციაში და რაც იყო ამ რეზოლუციის სულისკვეთება.
მეორე მხარეს არის ომის პარტია, სხვადასხვა გაგებით და თქვენ იცით, სადამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა 2008 წელს ჩვენი ქვეყანა - 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. მე მგონი, არ ჰყოფნით ეს 20% და უნდათ კიდევ უფრო მეტი.
ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი ნებისმიერი ნეგატიური განვითარებისგან უკრაინასა და საქართველოში, თუმცა პირველ რიგში, საქართველოში, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვართ პასუხისმგებელი, მაგრამ, გვესმის, რომ ერთი მეორესთან არის დაკავშირებული. უკრაინაში ნებისმიერი შესაძლო ომი იქნება უმძიმეს არა მარტო უკრაინისთვის, იქნება მძიმე მთელი ჩვენი რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და ევროპისთვის, უმძიმესი იქნება ყველასთვის. შეხვედრები გვაქვს ოპოზიციასთან და პირდაპირ გამოსჭვივის მათგან ეს ინტერესი - მათ ჰგონიათ, რომ რაღაც შანსი შეიძლება გაჩნდეს მათთვის უკრაინის ომში“, - განაცხადა კობახიძემ.