კობა ნაყოფია ახალარჩეულ პოლიტსაბჭოსაც ტოვებს

კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კობა ნაყოფიას განცხადებით, ის არ აპირებს ახალარჩეულ პოლიტსაბჭოში ყოფნას.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭო ისე ჩატარდა, ვერავინ გაიგო და ის არ ისარგებლებს შესაბამისი კვოტით.

„მინდა გამოვეხმაურო პოლიტსაბჭოს არჩევნებს, რომელიც ისე ჩატარდა ვერავინ გაიგო.

პოლიტსაბჭო, რომელიც ფუნქციონირებდა, ბოლო, 10 000-კაციან ყრილობაზე იყო არჩეული. ახლა კი, ამხელა ლეგიტიმაციის პოლიტიკური საბჭო, 300 - კაციანი ყრილობით გადაირჩიეს.

ამ პოლიტსაბჭოში მეც აღმოვჩნდი, თურმე დეპუტატის მანდატის კვოტით.

არ ვისარგებლებ ამ კვოტით და არ შევალ იმ პოლიტსაბჭოში, რომლიდანაც გააგდეს გიორგი პატრაია, ენმ-ის დამფუძნებელი ზურაბ მელიქიშვილი, ხათუნა ოჩიაური და ა.შ“,  - აღნიშნა კობა ნაყოფიამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.