1753206867
ხელჩართული ჩხუბი თვითმფრინავში - Air Asia-ს ბორტზე მგზავრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

Air Asia-ს ბორტზე მგზავრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც ქალებმა ხმამაღლა ლაპარაკის შეწყვეტაზე უარი თქვეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაპირისპირება მამაკაცსა და სამ ქალ შორის ხმამაღლა ლაპარაკის გამო დაიწყო. მამაკაცმა ქალებს მოუწოდა ლაპარაკი შეეწყვიტათ, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგაც მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.
როგორც მედია იუწყება, მამაკაცმა ქალებს "სულელები" უწოდა, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. თვითმფრინავი კუალა-ლუმპურიდან ჩინეთში მიფრინავდა. თვითმხილველების განცხადებით, დაპირისპირება აფრენიდან დაახლოებით 2 საათში დაიწყო.
დაპირისპირების მონაწილეებს, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ აეროპორტში პოლიცია დახვდა. ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.