1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია პარტიის პოლიტსაბჭოს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, თუმცა, რჩება პარტიის რიგით წევრად. ამის შესახებ პოლიტიკოსმა რამდენიმე წუთის წინ, ,,მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
"ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები პარტიის რიგით წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება. შემდეგ კიდევ მივიღებ გადაწყვეტილებას, პარტიაში დავრჩები თუ არა... პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილებას მივიღებ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი და მომეცემა მასთან კომუნიკაციის საშუალება", - განაცხადა ნაყოფიამ.