დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
„30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით “, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილი, პაატა შევარდნაძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის უარყოფით პასუხს, და მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს მიმართავს.
მისი თქმით, არც წინაპრები და მით უმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს აპატიებენ.
„ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით ( გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მით უმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასდროს გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედრელებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი“,- წერს ედუარდ შევარდნაძის შვილი, პაატა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.