პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იურისტი ლია შატბერაშვილი საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
იურისტი აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც საქართველო ყველა მონაცემით წინ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. მისივე თქმით მოლდოვაში არა, მაგრამ უკრაინაში მართლაც ღრმა საბჭოეთში არიან.
„ოეეე, ევროპა! რაღაც ხომ არ გეშლებათ... ესე იგი, რა გვინდაო: 1. შიდა პოლიტიკა - ამაზე მოგვიანებით...
2. იუსტიციის რეფორმაო: მსოფლიო სამართლიანობის პროექტის (World Justice Project) მონაცემებით: საქართველო - 49-ე ადგილი 139-დან, უკრაინა - 74-ე, მოლდოვა - 73:
3. კორუფცია: საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) მიერ გაზომილი კორუფციის აღქმის ინდექსი 2021: საქართველო - მე-45 ადგილი, უკრაინა - 122-ე, მოლდოვა: 105
4. ორგანიზებული დანაშაულიო: მსოფლიოს კრიმინალური ინდექსის მიხედვით: საქართველოს აქვს 23,38 ქულა, უკრაინას - 47,42, მოლდოვას - 46,35 (ყველაზე მაღალი კრიმინალობაა ვენესუელაში - 83,76).
5. - სიტყვის თავისუფლება 2021 (რეპორტიორები საზღვრების გარეშე Reporters Without Borders: საქართველო მე-60 ადგილი,უკრაინა - 97, მოლდოვა - 89 - პრესის თავისუფლება (მსოფლიო ბანკი World Bank): საქართველო - 28,64, უკრაინა - 32,96, მოლდოვა: 31,61. (საუკეთესო მსოფლიოში არის ფინეთი - 6,99): ანუ ყველა ობიექტური მონაცემით ვჯობნით უკრაინასაც და მოლდოვასაც. მოლდოვაში არა, მაგრამ უკრაინაში ნამყოფი ვარ ამ ბოლო წლებში და მართლაც ჯერ ღრმა საბჭოეთში არიან...
ჰოდა, გადამწყვეტი ერთმანეთის ჯიჯგვნა ყოფილა... და კიდევ საკუთარი ქვეყნის ლანძღვა... და კიდევ მზა რეზოლუციების მიწოდება მოძმე პარტიებისადმი... უხარიათ ახლა ალბათ... ტფუუ“, - წერს ლია შატბერაშვილი Facebook-ზე.