კაცმა ქალი გაძარცვა და მისი გატაცება სცადა - სათვალთვალო კამერამ სასტიკი დანაშაული დააფიქსირა (უცხოეთი)

კაცმა ქალი გაძარცვა

კაცმა ქალი გაძარცვა და მისი გატაცება სცადა. ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. 

ფლორიდაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის კადრები მედიაში გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს ქალი თავის დაღწევას მძარცველისგან.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, გატაცების მცდელობას გამვლელები შეესწრნენ, რომლებმაც 911-ში დარეკეს. ადგილზე პოლიცია მივიდა რა დროსაც მძარცველი ადგილიდან მიიმალა, თუმცა მისი დაკავება მაინც შეძლეს.