პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღევანდელი რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე. ეს რეკომენდაცია შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს, გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, ჰქონდა მეტი მოლოდინი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. ამ რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.