ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა. პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრმა უნგრეთიდან ანდრაშ ლასზლომ, რომელიც საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა, ხოლო პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს.

“არჩევნებს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდის. ამომრჩევლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და ოფიციალური საარჩევნო პერსონალი ამბობენ, რომ ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია. საიდენტიფიკაციო მონაცემების მკაცრი შემოწმება მიმდინარეობს და ხმების ახალი ელექტრონული დათვლის სისტემა ძალიან სანდოა. პირობები სრულად შეესაბამება ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს. მოსალოდნელია მაღალი აქტივობა, რაც საფუძველი იქნება ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის“, - დაწერა მან.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.