ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ოცნებას, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხმა მისცა საქართველოს ოცნებას, რომ ქვეყანა იყოს მშვიდობიანი, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო გახდეს.

მისი განმარტებით, ეს არჩევნები საქართველოს შემდგომი განვითარების, დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერების, ეკონომიკური განვითარებისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების არჩევნები იქნება.

"ოზურგეთში, ჩემს მშობლიურ ქალაქში მივეცი ხმა. მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი კარგად არის ორგანიზებული. საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციები ნორმალურად სრულდება. ასევე, ტექნიკური აღჭურვილობაც ნორმალურად მუშაობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების, დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების და საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების არჩევნები. რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ოცნებას, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.