უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
ნიკა მელიას თქმით, ლევან ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს.
ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ არ უკვირს ხაბეიშვილისგან მსგავსი საქციელი, რადგან ვინც უკეთეს მომგებიან წინადადებას შესთავაზებს, იმასთან წავა.
„ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის და მაგიტომ დააყენეს თავმჯდომარეობის კანდიდატად.
თუ უდიდესი გულის ტკენის ეპიზოდები არ განიცადე, სხვანაირად დიდი გამარჯვებები არ მოდის.
მე მოვიყვანე ხაბეიშვილი პარტიაში. ახლა რომ ვაანალიზებ, არ მიკვირს რასაც მიკეთებს, ნახევარ საათში დავითანხმე ვაშაძის პარტიიდან რომ წამოსულიყო და ახლა ვიღაცამ უფრო მომგებიანი წინადადება რომ შესთავაზოს... ადამიანს უბრალოდ ვერ ვცნობ. საზოგადოებამ განსაჯოს - ან სიმართლე ან ტყუილი, ან ზნეობა ან ზნედაცემულობა, ამ არჩევანის წინაშე დადგა დღეს პარტია“, - ამბობს ნიკა მელია.