რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1779447770

რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილისა და ზოდელავას მიმართ განაჩენზე: ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებენ.მისი თქმით, ყველა, ვინც ამ საქმეს პოლიტიკურ სარჩულს აბამს, შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას.„ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისგან ჩვენ ეგ არ გვიკვირს, ვინაიდან მათი საქმიანობის ყველა ეტაპზე სწორედ ამით იყო გამორჩეული, რომ კანონის უზენაესობას ფეხქვეშ თელავდნენ, უბრალოდ ამას აკეთებდნენ იქიდან, რომ მართავდნენ სასამართლოს. დღეს ამის უნარი და რესურსი არ აქვთ და განცხადებებით შემოიფარგლებიან, მაგრამ მათი ზნე მაშინაც და ახლაც იყო ანტისახელმწიფოებრივი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1779437246

შალვა პაპუაშვილი: უნდათ, შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე

უნდათ, რომ შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს ბაჩო ახალაიას განცხადებაზე, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ ოპოზიციამ დამხობაზე უნდა იფიქროს, სააკაშვილის განცხადებაზე, რომ 26 მაისს აქციის შემდეგ ხალხი აღარ უნდა დაიშალოს და ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელიც მოუწოდებს ოპოზიციას ერთი დროშის ქვეშ გაერთიანდეს.„ამას [ხელისუფლების დამხობის მცდელობებს] ვუყურებთ უკვე 14 წელია. არ გვასვენებენ გარედან. სააკაშვილია ამის კარგი მაგალითი. არ გვასვენებენ და უნდათ ამ ქვეყნის ამოტრიალება და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის დაბრუნება. მარიონეტები უნდათ ხელისუფლებაში. მოისმინეთ ბატონი პეტერის განცხადება, რომ საქართველო უკრაინის და მოლდოვის გზას ასცდაო. შეგახსენებთ, ეს ის გზაა, სადაც დღეს ეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში წევრობა უნდა უკრაინას, ამისთვის საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების დათმობა. გესმით, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრების ყველაზე ოპტიმალური გზა არის მოლდოვის, როგორც სახელმწიფოს გაუქმება და მისი სხვა სახელმწიფოს ერთ-ერთ რეგიონად ქცევა. ამისკენ გვიბიძგებდნენ სინამდვილეში. ეს უნდათ, რომ შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე. მივიღოთ ის კანონები, რასაც გვეტყვიან არა სტანდარტების გამო, არამედ პოლიტიკური გემოვნების გამო და მთელი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რაც გვქონია, დავასრულოთ ასე სახელოვნად. ეს არის სწორედ, რისკენაც გვიბიძგებენ - არასახელოვანი წევრობა გვქონდეს ევროკავშირში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1779436866

შალვა პაპუაშვილი „საიას“ განცხადებაზე: იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც გინება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია, დამხობისკენ მოწოდებაც, რომ ჰგონია პოლიტიკური განცხადება გასაკვირი არაფერია

იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც გინება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია, დამხობისკენ მოწოდებაც, რომ ჰგონია პოლიტიკური განცხადება გასაკვირი არაფერია, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საიას“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ლევან ხაბეიშვილისთვის და მურთაზ ზოდელავასთვის გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.მისი თქმით, „საიაგან“ არავის უნდა უკვირდეს მსგავსი შეფასება, ვინაიდან ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ გინება გამოხატვის თავისუფლებაა.„იმ ორგანიზაციისგან, რომელსაც გინება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია და იცით, რომ „საია“-მ გაასაჩივრა სტრასბურგში საქმე, რომელზეც ორი დღის წინ იყო გადაწყვეტილება მიღებული სტრასბურგის, სადაც დამარცხდა „საია“ და მისი დამფინანსებელი ევროკავშირი, რომელსაც უნდოდა, რომ საქართველოში ზიზღის ენის დაკანონება მომხდარიყო, როდესაც გინება, ლანძღვა მიაჩნია გამოხატვის თავისუფლებად, იმ ორგანიზაციისგან დამხობისკენ მოწოდება, რომ ჰგონია პოლიტიკური განცხადება, გასაკვირი არ არის.ერთ რამეს უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ეს მათი სამართლებრივი არაკვალიფიციურობის გამო კი არ არის, ეს არის დავალება, რომელსაც იღებენ დამფინანსებლის მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არის ბრიუსელი, რომლისგანაც დაფინანსებას „საია“ იღებს და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან, რომელიც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოში ძალადობა, ზიზღი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა იყოს დაკანონებული და ამაში იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1779431470

ლევან ხაბეიშვილი: არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას, ხელების ჩამოშვება დანაშაულია... გამარჯვება გარდაუვალია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ციხიდან წერილს აგზავნის, რომელშიც წერს, რომ სასამართლო განაჩენის გამო არ აპირებს მოთქმა-გოდებას.„არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას! მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს. ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად ხელების ჩამოშვება დანაშაულია! ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს. თუ არ შეგვეშინდება და გავიზიარებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია, მანამდე ვიქნებით „ქოცების“ ხელში, ვიდრე გამბედაობას არ მოვიკრებთ და შეტევაზე არ გადავალთ. შეტევა ნიშნავს 100 000-ობით ადამიანის პროტესტს.რაც შემეხება მე, 1.5 დამრჩა და ერთი სული მაქვს ვემსახურო ჩემს ხალხს! არ დანებდეთ, ძალა ერთობაშია!“, – წერს ხაბეიშვილი.

მურთაზ ზოდელავა

სამართალი 1779359705

მურთაზ ზოდელავას ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა

ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საქმეზე მურთაზ ზოდელავას სასამართლომ ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.თავად მურთაზ ზოდელავა პროცესს არ ესწრებოდა.მურთაზ ზოდელავას ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.

ლევან ხაბეიშვილი

სამართალი 1779359209

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ლევან ხაბეიშვილის ბრალდების საქმეზე 339-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ლევან ხაბეიშვილს სასჯელად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.განაჩენის გამოცხადებას ლევან ხაბეიშვილი არ ესწრებოდა.

სააკაშვილი

პოლიტიკა 1779357547

შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი... საჭიროა ბოლომდე ბრძოლა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ოპოზიციის ნაწილის რიტორიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს“.სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები „ძალაუფლების სპექტაკლია“, რომელსაც, მისი შეფასებით, ხელისუფლება ოპონენტების დასაშინებლად იყენებს.„ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას. შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი,“ — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ლევან ხაბეიშვილი-ს საქმეზე და აღნიშნა, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.სააკაშვილის განცხადებით, „ბრძოლა ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“ და ოპოზიციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.ამასთან, მან მხარდაჭერა გამოუცხადა 26 მაისისთვის დაგეგმილ აქციას და მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.„ერთმანეთს უნდა დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ. შევიკრიბეთ, დავიშალეთ და მერე ველოდოთ შემდეგ შეკრებას — ასე არ გამოვა,“ — აღნიშნა სააკაშვილმა.სასამართლო პრცოესიდან სააკაშვილის მიმართვას პირველი არხი ავრცელებს

ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1779274560

ლევან ხაბეიშვილი: საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს, არ არის დაზარალებული, ობიექტი, ვისაც თანხას გადავცემდი, ფარულად რამის გაკეთებას, დაშავებას არც მედავებიან

საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, გაფუჭებას და დაშავებას არც მედავებიან, – ამის შესახებ ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირებისა და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით დაკავებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვისას განაცხადა.მისივე თქმით, „ბევრის მიმანიშნებელი უნდა იყოს ის, რომ ცხრა თვის განმავლობაში პროკურორს საქმეზე განცხადებები არ გაუკეთებია“.„9 თვის განმავლობაში ციხეში ვარ და სამი საათი იყო ჩემი პროცესი. ადმინისტრაციული დავები გრძელდება ხოლმე სამი, ხუთი საათი. ჩემს საქმეში ათი გვერდი იქნება თავი-ბოლო. სამი „მოწმე“ ჰყავდათ გამოძახებული –  მოწმე არ არსებობს ამ საქმეში, სამი ადამიანი, ორი არ მოიყვანეს. საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა, არაფერი დევს. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ ცხრა თვის განმავლობაში პროკურორი საჯაროდ  არ ჩანდა, განცხადებებს არ აკეთებდა. ეს ბევრის მიმანიშნებელი უნდა იყოს. არ მინახავს საჯარო განცხადება, რომ დაეცვას თავისი პოზიცია. პროკურატურას არ დაუცავს პოზიცია, რომ მე ვინმეს რამე შევთავაზე. ამ საქმეში არ არის დაზარალებული, არ არის ობიექტი, ვისაც გადავცემდი, არ არსებობს სიკეთე, რომელსაც მე მივიღებდი. პირობითად, როდესაც ადამიანს ედავებიან სამოხელეო დანაშაულს და მე ვიღაცას რაღაცას ვთავაზობ, ბუნებაში არ არსებობს სიკეთე – მატერიალური სიკეთე ან კეთილდღეობა, რომელსაც მივიღებდი. პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა იმისა, მაგალითად, რომ გინდოდეს, ბრალი აღიაროს ხაბეიშვილმა. რა უნდა ვაღიარო? საჯარო განცხადებები იყო, იმის იქით არაფერი. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, გაფუჭებას და დაშავებას არც მედავებიან. ასე აღიქვა და აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა.მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.გამოძიების ინფორმაციით, ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას.გარდა ამისა, გამოძიების ცნობით, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.ლევან ხაბეიშვილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ლევან ბეჟაშვილი

პოლიტიკა 1779267632

ლევან ბეჟაშვილი: ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ სპეცრაზმისადმი მიმართვისთვის, რომ არ დაარტყათ საკუთარ ხალხს, არ მოწამლოთ ადამიანები, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები

ქართველი ხალხის ბრძოლას ვერ შეაჩერებს ვერც ერთი მოსამართლე, ვერც ერთი განაჩენი, ვერც ერთი ციხე. ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. იქამდე, ვიდრე საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.ბეჟაშვილის თქმით, „რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის, შეუპოვრობის, იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს“.„დღეს ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღეა. დღეს რუსი ოლიგარქის, საქართველოს ჩრდილოვანი მმართველის — ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე განაჩენს გამოუცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. ეს არ არის სამართალი. ეს არ არის სასამართლო. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — გაანადგუროს თავისუფალი აზრი, ოპოზიცია და ყველა, ვინც რუსულ რეჟიმს არ ემორჩილება.14 წელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სამიზნეა. 14 წელია, ათასობით ადამიანი გახდა ამ რუსული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი. 14 წელია, საქართველოში შენდება შიშზე, ძალადობასა და პოლიტიკურ დევნაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია. ის დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, დაამარცხა კორუფცია, შექმნა ძლიერი სახელმწიფო და არასოდეს დაუხრია თავი რუსეთის წინაშე.დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე და ჩვენი პარტიის 15 წევრი, თანამებრძოლი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ თავისუფლებას, ევროპასა და საქართველოს იცავენ. ახლა კი რეჟიმს სურს, გაასამართლოს ლევან ხაბეიშვილი. რისთვის? იმისთვის, რომ ხალხის მხარეს იდგა. იმისთვის, რომ არ შეეშინდა. იმისთვის, რომ სიმართლე თქვა. ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ, რადგან მან მიმართა სპეცრაზმს და უთხრა — არ დაარტყათ საკუთარ ხალხს, არ მოწამლოთ ადამიანები მხუთავი გაზით, არ შეასრულოთ უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანებები, არ გახდეთ რუსული რეჟიმის ბრმა იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სწორედ ეს სიტყვები გახდა მათი შურისძიების მიზეზი.რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის, ეშინია შეუპოვრობის, იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს. ივანიშვილმა კარგად უნდა გაიგოს — ვერც ერთი მოსამართლე, ვერც ერთი განაჩენი, ვერც ერთი ციხე ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება; საქართველო საბოლოოდ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე. ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი 1778335260

ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ 5-ვე პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები ორ ნაწილად ჩატარდა.მსაჯულმა ცალკე იმსჯელა ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე, ხოლო გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის საქმე ერთობლივად განიხილა. ყველა ბრალდებულის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე - დამატებითი ბრალდება წარედგინა გურამ როგავას ეპიზოდზე დაკავებულს. პოლიციელების მხრიდან ცალკეული გადაცდომების ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე - ახალ თანამდებობაზე წარდგენის პირველივე დღეს ისაუბრა მამუკა მდინარაძემ. ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, განმარტა რომ მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დანაშაულს სამართლებრივი პასუხი გაეცეს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. სამართალდამცავი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას უკავშირებენ სავარაუდო დამნაშავეების დაკავებას მმართველ გუნდში.

პაპუაშვილი

პოლიტიკა 1778316821

ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და ამ დროს ჩვენი პოლიციელები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა არ შემდგარიყო - პაპუაშვილი

ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ უპირველეს ყოვლისა იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ. თუმცა, გადაცდომებსაც რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება ექნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის მოვლენების გახსენებისას.მან იმ სამართალდამცველებზე ისაუბრა, რომელთაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ იმ ადამიანებმაც იმ დღეებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა და არ დამწვარიყო ცოცხლად, ასევე, არ გადაეწვათ პარლამენტის შენობა.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქმეზე მხოლოდ მყარი მტკიცებულებების შემთხვევაში უყენებს პროკურატურა ბრალს.„პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ვნახეთ კიდევაც, რომ არ დააყოვნა ბრალის წაყენებამ. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას. ვხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, ვხედავდით პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობას, ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და ამ დროს ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო და შესაბამისად, რეაქცია ჰქონოდათ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც 2024 წლის დეკემბერში დაიცვეს ქვეყანა ქაოსისგან და მართლაც ბნელ წარსულში დაბრუნებისგან, რომელსაც ასე უბიძგებენ გარედან.ამავე დროს, სამშობლოს დაცვა გულისხმობს ასევე დიდ პასუხისმგებლობას და მნიშვნელოვანია, არ იყოს არანაირი გადაცდომები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ უფლებამოსილების გადამეტების რამდენიმე ფაქტი. შესაბამისად, ამაზეც რეაქცია არის, მაგრამ მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეს ჩვენს ქვეყანას იცავდა. შესაძლოა, ამ ადამიანებმაც, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, იმ დღეებში, მანამდე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ვიღაცას არ მოხვედროდა და არ დამწვარიყო ცოცხლად; რომ ის მაშხალები, რომლებსაც პარლამენტს ესროდნენ, არ წასულიყო იმ მიმართულებით და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. ასე, რომ ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ უპირველეს ყოვლისა იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ. თუმცა, გადაცდომებსაც რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება ექნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, დაკავებულ ხუთივე პირს გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

ირაკლი ხელაძე

პოლიტიკა 1778249245

ირაკლი ხელაძე: ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი

ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.მისი თქმით, სპეკულაციები იმ თემაზე, თითქოს 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს რამდენიმე სამართალდამცავის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამოძიება დაგვიანებით მოხდა, არასწორია.„ეს პერიოდი ვერ ხერხდებოდა იდენტიფიცირება იმ პირებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ მსგავს ქმედებებში, რომელიც არავისთვის არ იყო სასიამოვნო, ეს პირველ რიგში დისკრედიტაციას ახდენდა ჩვენი სახელმწიფოსი, იმ პოლიციელების, რომლებიც გმირულად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას იმ ფონზე, როდესაც ორგანიზებულად იყო მცდელობა მოეხდინათ ახელმწიფო გადატრიალება, კონსტიტუციური წყობილების დამხობა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს რა ხდებოდა აქციების დროს, როდესაც პოლიციელებს დამიზნებით ესროდნენ მომიტინგეები.ირაკლი ხელაძის განცხადებით, დაკავებულები არიან, როგორც აქციის ის მონაწილეები, რომლებიც კანონის ჩარჩოებს გაცდნენ, ასევე, სამართალდამცავები, რომლებმაც გადაამეტეს მათ უფლებამოსილებას.დეპუტატის აღნიშნავს, რომ გამოძიებას დრო. საგამოძიებო მასალების მასშტაბებიდან გამომდინარე დასჭირდა.„ძალიან რთულია როდესაც ამდენი ადამიანი მონაწილეობს კონკრეტულ ღონისძიებაში, გამოარჩიო კონკრეტული პირები. ამან დრო წაიღო“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.მისი თქმით, მიუხედავად ცალკეული გადაცდომებისა სამართალდამცავების მხრიდან, პოლიციელებს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმის გამო, რომ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდა სახელმწიფოს, კონსტიტუციას და ხალხს.ცნობისთვის, პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა.