საქალაქო სასამართლო

სამართალი 1695556080

დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გაათავისუფლეს - სასამართლო პროცესი გადაიდო

გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სასამართლო პროცესი გადაიდო.მორიგი სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი ნიკა მელია, ბაჩო დილიძე და ზვიად კუპრავა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

კალაძე

პოლიტიკა 1695552845

გლდანის ინციდენტთან არც კოტე ზარნაძეს და არც მე არანაირი კავშირი არ გვაქვს, ეს არის მორიგი სიბინძურე ნიკა მელიას მხრიდან - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან არც მას და არც რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს არავითარი კავშირი არ აქვთ.როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული ინციდენტის კომენტირებისას განუცხადა, ეს იყო მორიგი სიბინძურე ოპოზიციონერ ნიკა მელიას მხრიდან.„ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ ე.წ. „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ამ ყველაფერს კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა: ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა და გვახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებში. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ შემდეგ ვინმე ვინმეს დაჰპირისპირებოდა, ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. შესაბამისად, ის რაც მოხდა, უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. რაც შეეხება მის წარსულს, არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე, რას წარმოადგენს, როგორ ცხოვრობდა. ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, ეს არ გამოუვიდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. შემდეგ „ქუჩის ბიჭობდა“ და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია.ნიკა მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად. ის ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს გააკეთებს. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადადიან, მაგრამ მელია არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც მე. ეს არის სიმართლე და რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ეძგვერაძე

სამართალი 1695466123

კრიმინალური, თუ პოლიტიკური თავდასხმა? - რა საერთო აქვს ირაკლი ეძგვერაძეს ე.წ. „ავტორიტეტებთან“

გუშინ, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გაიჟღერა ე.წ. “კანონიერი ქურდის“, ნოდარ შუკაკიძის, იგივე „ნოდო გლდანსკის“ სახელმა. დაპირისპირების დროს დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე. მისი თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების დავალებით თბილისის საკრებულოს წევრს, სწორედ შუკაკიძის დაჯგუფება, პოლიტიკური მოტივით გაუსწორდა. ნიკა მელიას თქმით, მმართველი გუნდის წევრს, კოტე ზარნაძეს კავშირი აქვს კრიმინალურ „ავტორიტეტთან“.საპირისპიროს ამტკიცებს „პრაიმტაიმის“ წყარო და ის ფოტომასალა, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდთან “ დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს თავად დაზარალებულ ირაკლი ეძგვერაძეს. რამდენიმე ფოტოში ეძგვერაძე ნოდარ შუკაკიძესთან და მის გარემოცვასთან ერთად არის გადაღებული. უფრო მეტიც, ფოტოებით ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მეჯვარეა.შუკაკიძის გარდა ერთ-ერთ ფოტოზე ეძგვერაძე სხვა ე.წ. „ავტორიტეტების“ გარემოცვაშიც ფიგურირებს, მათ შორის ჩანს ცნობილი სომეხი ე.წ. “კანონიერი ქურდი“ სურენ ავეტისიანი, მეტსახელად “სურო“.თავად ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში „ჭყიპინას” მეტსახელით იცნობენ და როგორც წყარო გვიყვება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისვლამდე რამდენიმე კრიმინალურ საქმეშიც ფიგურირებდა. ნოდარ შუკაკიძის მსგავსად ისიც ნასამართლევია, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მან მძიმედ დაჭრა უბნელი ჯემალ დოლიძე, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამისთვის ეძგვერაძე სასჯელსაც იხდიდა, თუმცა რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასახელდა.წლების შემდეგ ირაკლი ეძგვერაძემ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და ნიკა მელიას გუნდის სახელით თბილისის საკრებულოშიც მოხვდა. სააკაშვილის შეწყალების და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების შემდეგ ყოფილ მეგობრებთან და “შავი სამყაროს“ წარმომადგენლებთან ურთიერთობა დაეძაბა. მისი გარემოცვის ნაწილმა ნოდარ შუკაკიძის პოზიცია გაიზიარა, თუმცა ნაწილი ეძგვერაძის გარემოცვაში დარჩა, რის გამოც, ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.წყარო ჰყვება, რომ გლდანში ირაკლი ეძგვერაძეზე გუშინ მომხდარი თავდასხმაც სწორედ ამ დაპირისპირების გაგრძელებაა, თუმცა თავად ეძგვერაძე მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. რა ვიცით თავად ნოდარ შუკაკიძეზე? - ის ამჟამად 33 წლისაა და ე.წ. „კანონიერ ქურდად“ 2013 წელს, საბერძნეთში „აკურთხეს“. ის ქართველი სამართალდამცველების ჩართულობით და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, 2018 წელს საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, სხვა რამდენიმე კრიმინალურ “ავტორიტეტთან“ ერთად დააკავეს.

მაკარონი

რჩევები 1695419936

„ძველმოდური კერძები“ - რა კულინარიული შეცდომები გადმოგვცეს დედებმა და ბებიებმა?

დროთა განმავლობაში, არა მხოლოდ ტრადიციები და ღირებულებები იცვლება, არამედ გარკვეული კულინარიული ჩვევებიც. ჩვენმა დედებმა და ბებიებმა გვასწავლეს საჭმლის მომზადება და გარკვეული წესების დაცვა საჭმლის მომზადებისას. თუმცა, ირკვევა, რომ „ძველმოდურად“ გაკეთებული ყველაფერი არ არის გამართლებული და ზოგიერთი ჩვევა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი იყოს. მოდით, გადავხედოთ რამდენიმე გავრცელებულ კულინარიულ შეცდომას, რომლებიც მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან.გაყინული ხორცის არასწორი გალღობაბევრ ჩვენგანს ახსოვს ბავშვობაში, როდესაც ხორცს ალღობდნენ სამზარეულოს მაგიდაზე, ცელოფანის პაკეტში გახვეულს. გალღობის ეს მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ პოპულარულია, სინამდვილეში ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. როდესაც ხორცი თბილ ჰაერთან კონტაქტში მოდის, ბაქტერიები იწყებენ აქტიურად გამრავლებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ხორცის გალღობა მაცივრის ქვედა თაროზე, დატოვეთ მთელი ღამით, რათა არ მოხვდეს თბილ გარემოსთან.ერთი დანა ყველაფრისთვისჩვენი წინაპრების კიდევ ერთი გავრცელებული ჩვევა იყო ერთი დანის გამოყენება სხვადასხვა სახის საკვების, მათ შორის ხილის, ბოსტნეულის და უმი ხორცის დასაჭრელად. ეს შეიძლება იყოს სახიფათო თქვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დანები არ არის კარგად მოვლილი და ჟანგდება.ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად, თითოეული ტიპის საკვებისთვის უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა დანა და რეგულარულად შეამოწმოთ მათი მდგომარეობა.ხორცი გრილზეპიკნიკებსა და ბუნებაში მოგზაურობას ხშირად ხორცის შეწვა ახლავს თან. თუმცა, ბევრი ჩვენგანი უშვებს შეცდომას,  ზემოდან მეორე ცხაურით დაჭერით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხორცისგან წვენის გამოდინება და მისი გამოშრობა. ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად ხორცი გრილზე დაალაგეთ და ბუნებრივად შეწვა აცადეთ.ხორცის რეცხვაბევრ ჩვენგანს ახსოვს, როგორ რეცხავდნენ ჩვენი დედები და ბებიები წვნიანის მომზადებამდე, მთლიან ქათამს. თუმცა, ეს არასწორი პრაქტიკაა, ვინაიდან წყალს არ შეუძლია მთლიანად გაასუფთავოს ხორცი მავნე ბაქტერიებისგან.ამის ნაცვლად, ყურადღება უნდა მიექცეს ხორცის სწორად გალღობას და მომზადებას. უმჯობესია, მოხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ პირველი ბულიონი, დაამატეთ სუფთა წყალი და კიდევ მოხარშეთ.ცხიმის დამატება მაკარონშიწყალში ცხიმის დამატება, რომელშიც მაკარონი იხარშება, განიხილება როგორც მისი შეწებების თავიდან აცილების მეთოდი. თუმცა, ეს შეიძლება იყოს შეცდომა, რადგან ზეთი ქმნის ბარიერს, რომელიც გარს ეკვრის მაკარონს და  ხელს უშლის სოუსს, მთლიანად შეაღწიოს მასში.სამაგიეროდ, უმჯობესია, მაკარონი რეგულარულად აურიოთ მოხარშვისას, რათა არ შეწებდეს. „ხუთი წამის“ წესიმითი იმის შესახებ, რომ თუ საკვები იატაკზე დაეცა და ხუთ წამზე ნაკლები დარჩა იქ, საჭმელად უსაფრთხოა, დიდი ხანია გავრცელდა. ჭუჭყიან ზედაპირთან ხანმოკლე კონტაქტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს საშიში ბაქტერიებითა და მიკრობებით დაბინძურება.ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია უბრალოდ არ მიირთვათ საკვები, რომელიც ჭუჭყიან ზედაპირს შეეხო. ასევე ნახეთ:„ქართული სილამაზე პარიზში" - სალომე ღვინიაშვილი და ლიკა ევგენიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებენნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენVIDEO: "ხატს ნებისმიერ ადგილზე რომ შეეხოთ, სიმხურვალეს, ხელების გარდა, ვერსად იგრძნობთ" - დღეს ტაძრის უზარმაზარი ეზო მომლოცველებით გაივსო

შსს

სამართალი 1695407105

გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გლდანში დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.„სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ცხოვრობს. ირაკლი ეძგვერაძის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც, ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მოხდა.ასევე ნახეთ:VIDEO: გლდანში სიტუაცია დაძაბულია - არიან დაკავებულები, მათ შორის პოლიტიკოსები

გლდანის პირველ მიკრორაიონში სიტუაცია დაძაბული

პოლიტიკა 1695406149

VIDEO: გლდანში სიტუაცია დაძაბულია - არიან დაკავებულები, მათ შორის პოლიტიკოსები

სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია გლდანის პირველ მიკრორაიონში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - არიან დაკავებულები, მათ შორის პოლიტიკოსები.დაახლოებით ერთი საათი წინ, თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატს დაზიანებები აქვს სახის არეში, ნაცემია რამდენიმე მისი მეგობარიც. ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს, რომელთანაც მას დღეს, საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა."ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ამბობს, რომ მას საკუთარ ავტოფარეხში თავს ხელკეტებით შეიარაღებული 30-ზე მეტი პირი დაესხა.მოგვიანებით, გლდანში მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის სხვა წევრები, მათ ადგილზე გამოჩენას კი, ახალი ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.ადგილზე მობილიზებულია დამატებითი საპატრულო ეკიპაჟები. დაკავებულები არიან: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და კიდევ რამდენიმე პირი. გლდანის პირველ მიკრორაიონში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბული რჩება. 

ნიკა მელია

სამართალი 1695399660

ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ.როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, „ირაკლი ეძგვერაძეს პროვოკაცია მოუწყო გლდანის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა კალაძის უახლოესმა მეგობარმა, ამ დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთმა ჭანჭიკმა“.„საკრებულოში სიტყვით გამოსვლის შემდებ, ირაკლი ეძგვერაძე მობრუნდა სახლში გლდანში, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად, მას თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი, კანონიერი ქურდი შუკაკიძის ძმა, ვიღაც ტატო ხუნდაძე, რომელიც გლდანის გამგეობაში მუშაობს, მთელი „ქართული ოცნების“ შპანა. უსასტიკესად გაუსწორდნენ ყველას, ვინც ადგილზე დახვდათ, ეს ყველაფერი გააკეთა არა ქურდმა შუკაკიძემ, ლაჩარმა ვითომ კანონიერმა, რომელმაც 2020 წელს რაც იკარდა კობიაშვილ-კალაძესთან ერთად, კარგად გახსოვთ, იარაღით რომ დარბოდნენ გლდანში და მიუხედავად ამისა, გლდანის რაიონი რომ წააგეს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს ხალხი მართავს ამ ქვეყანას. უსასტიკესად არის ყველა ჩვენი მეგობარი ანგარიშსწორების მსხვერპლი. შეგაკვდებით ყოველგვარი ემოციების გარეშე, ღირსების საკითხია ჩემთვის და კიდევ უამრავი ადამიანის, ან იქნება კალაძე- კობიაშვილების და ფარცხალაძის ეს საქართველო, ან ბავშვების, უამრავი პატარა ახალგაზრდა ბავშვის. სახელმწიფო შედგება კრიმინალების გარეშე, უკან დასახევი გზა არ არის. შენ, კახი კალაძე, ყოფას გიტირებ, ყველა მილიონის უკან დაბრუნება მოგიწევს, რომელიც მოიპარე და ყველა დანაშაულზე პასუხისგება“, – განაცხადა მელიამ.

თალაკვაძე

პოლიტიკა 1694673774

ვხედავთ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ნიკა მელიას გულის ტკივილი, ხოლო ნიკა მელია არის ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილი - არჩილ თალაკვაძე

„ვხედავთ, რომ ნიკა მელიასთვის ლევან ხაბეიშვილი არის გულის ტკივილი, ხოლო ლევან ხაბეიშვილისთვის ნიკა მელია არის თავის ტკივილი და ეს ტკივილები გაგრძელდება მანამ, სანამ პარტია თავის ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა“-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაშლის ბოლო სტადიაშია.„კიდევ ერთხელ მოხდა რადიკალური ოპოზიციის ლუსტრაცია. მათ აჩვენეს, რომ აბსოლუტურად უპრინციპო, არათანმიმდევრული ძალაა, რომელიც თავის ამომრჩეველსაც კი ყოველდღიურად ატყუებს. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაშლის ბოლო სტადიაშია. მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი და შიგნით მიდის ყოველდღიური ბრძოლა ძალაუფლების, გავლენების გადანაწილებისთვის. მას, ვისაც არ აქვს მომავლის დღის წესრიგი, ვინც თავისი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს და მე დიდი იმედი მაქვს საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი საზოგადოება ზუსტად ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1694671371

ვხედავთ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ნიკა მელიას გულის ტკივილი, ხოლო ნიკა მელია არის ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილი - თალაკვაძე

ვხედავთ, რომ ნიკა მელიასთვის ლევან ხაბეიშვილი არის გულის ტკივილი, ხოლო ლევან ხაბეიშვილისთვის ნიკა მელია არის თავის ტკივილი და ეს ტკივილები გაგრძელდება მანამ, სანამ პარტია თავის ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაშლის ბოლო სტადიაშია.„კიდევ ერთხელ მოხდა რადიკალური ოპოზიციის ლუსტრაცია. მათ აჩვენეს, რომ აბსოლუტურად უპრინციპო, არათანმიმდევრული ძალაა, რომელიც თავის ამომრჩეველსაც კი ყოველდღიურად ატყუებს. პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაშლის ბოლო სტადიაშია. მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი და შიგნით მიდის ყოველდღიური ბრძოლა ძალაუფლების, გავლენების გადანაწილებისთვის. მას, ვისაც არ აქვს მომავლის დღის წესრიგი, ვინც თავისი ქვეყნისთვის ძირის გამოთხრით არის დაკავებული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს და მე დიდი იმედი მაქვს საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი საზოგადოება ზუსტად ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნიკა მელია

პოლიტიკა 1694609201

იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს - ნიკა მელია

დღემდე პარტიის ნგრევის, წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია - ამის შესახებ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა. საუბარია ინტერვიუზე, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ძველი სახეები წინ წამოვიდნენ და მნიშვნელოვანია პარტიიდან გასული სახეების რეინტეგრაცია.ნიკა მელია ირწმუნება, რომ ენმ-ის პარტიულ ღირებულებებს ახლანდელი მენეჯმენტი დაშორდა."დღემდე პარტიის გახლეჩის, ნგრევის, პარტიიდან წევრების გარიცხვის გარდა, ამ მენეჯმენტს არაფერი უკეთებია. სამწუხაროდ, ეს მოცემულობაა. ერთობაზე უბრალოდ საუბარი სადღეგრძელოს სახით არ არის საკმარისი.თუ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლას აპელირებთ, "ნაციონალურ მოძრაობას" იდეურად უამრავი ის ადამიანი, ვინც დღეს არის პარტიულ მენეჯმენტში. პარტია არ არის საარჩევნო ნომერი, ლოგო. პარტია არის ღირებულება, ფასეულობა, არის იდეა. ამ ყველაფერს თუ ვინმე დაშორდა და თუ ვინმემ დატოვა პარტია არის, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ამ პარტიის ხელმძღვანელობა.ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, წამსვლელი წავიდეს - არაა, ჩემო ბატონო, ასეთი დამოკიდებულება შორს ნამდვილად ვერ წაგვიყვანს.იესო ქრისტე რომ მომევლინოს და მითხრას, რომ პარტიას დღეს ლევან ხაბეიშვილი მართავს, არ დავიჯერებ, იმიტომ რომ ეს სიმართლე არ არის," - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მათიკაშვილი

პოლიტიკა 1694443293

დავით მათიკაშვილი: ვერცერთი აღქმა ვერ იქნება ანტიევროპული, როდესაც საქართველო მკაცრად იცავს კანონს, რომელშიც წერია, რომ ევროინტეგრაციისთვის ყველა ორგანო არის ვალდებული გააკეთოს მაქსიმუმი, მაგრამ კონსტიტუციის მკაცრი დაცვით

მართლაც, სწორედ აღქმები არის ის ერთგვარი წინაღობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფაქტების ნიველირებას ახდენს და მხოლოდ აღქმების საფუძველზე უნდა ვინმეს, რომ საკუთარი პოლიტიკა აწარმოონ ან რაიმე სახის გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა და ეს პროცესი ევროინტეგრაციის კონტექსტში განიხილა.იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაგალითად ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოიყვანა და გაიხსენა ის განცხადებები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის დაკავებისას სწორედ აღქმებზე დაფუძნებით კეთდებოდა.„აღმოჩნდა, რომ აღქმებით ხელმძღვანელობა არის კონტრპროდუქტიული ფაქტებთან პირისპირ დარჩენასთან მიმართებით. იმიტომ, რომ ფაქტები აბსოლუტურად სხვა რაღაცას მეტყველებენ, ხოლო აღქმები, აღმოჩნდა, რომ არის ტყუილი და ცრუ. ამ მომენტშიც შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ყველა, ვინც კი საკითხს სიღრმისეულად შეისწავლის - და არ არის ეს რთული საკითხი, ეს არის 2-3 წუთიანი თემა, ვერცერთი აღქმა ვერ იქნება ანტიევროპული, როდესაც საქართველო, ქართული მხარე მკაცრად იცავს იმ ძირითად კანონს, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველა ორგანო არის ვალდებული გააკეთოს მაქსიმუმი, მაგრამ გააკეთოს მაქსიმუმი არა ინდივიდუალური წიაღსვლებით, არამედ კონსტიტუციის მკაცრი დაცვით. სწორედ ეს არის ის ამოსავალი წერტილი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ - საქართველოს პრეზიდენტით დაწყებული, თანამდებობის ნებისმიერი პირით დასრულებული. ძირითადი კანონი ჩვენს ქვეყანაში სწორედ კონსტიტუციაა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1694181814

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას დაკავება კანონიერი იყო, ჩნდება კითხვები, რისთვის გადადგა გახარია - მდინარაძე

სამწუხაროდ, მაშინ ყველა ლაპარაკობდა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ვისაც მისი დაზიანება უნდოდა, არამედ ქვეყნის გარედანაც მოიძებნება ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებიც კი საუბრობდნენ იმაზე, რომ ნიკა მელიას დაკავება იყო პოლიტიკური და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მდინარაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას დაკავება კანონიერი იყო და აღნიშნა, რომ ყველა ფორმალური, თუ სხვა მხარე იყო გამართული.„თვეების განმავლობაში ადამიანებს რომ ტვინში ზოგიერთმა ტელევიზიამ, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ტვინში უჭედეს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება, სტრასბურგმა ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება და დაკავება იყო კანონიერი, დაწყებული მოტივიდან, დამთავრებული მის ფორმალურ მხარემდე.აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა კითხვები გვაქვს, რისთვის გადადგა გახარია?! როდესაც ყველაფერი თურმე კანონიერი ყოფილა, ეს ადამიანი პირიქით, მაშინდელი, იმ პოლარიზაციის და თითქოს რაღაც ესკალაციას რომ გამოიწვევდა მელიას დაკავება, სინამდვილეში ამის შესამცირებლად კი არა, გასაღვივებლად გადამდგარა. ანუ, ჩვენ რომ ვიძახდით, უღალატა ამ კაცმა თავის გუნდს, დღეს რომ დადის იქ, მერე იმალება, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე რომ ლაპარაკობენ და პარალელურად, ეს რომ ჩნდება ასეთ შეხვედრებზე, შემდეგ კი, უარყოფს, უბრალოდ ყავის დასალევად ვიყავითო, ვინმე წარმოიდგენდა, რომ გიორგი გახარია გაბედავდა, იფიქრებდა, ან დაუშვებდა, ან იკადრებდა ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე საუბარს. ან ასეთ შეხვედრაზე მისვლას, ან საერთოდ იქ გავლას?! ხომ ვერ იფიქრებდა ამას, მაგრამ იკადრეს, იფიქრეს, ყველაფერი გააკეთეს და დღეს გვაქვს ეს მოცემულობა, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მსოფლიოში თქვა, რომ ტყუილია მისი პოლიტიკური დაკავება. სიმართლეა, რომ ის იყო დასაკავებელი და დააკავეს. ყველა ფორმალური და სხვა მხარე იყო გამართული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გუშინ გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.