პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს. მისივე თქმით, კეზერაშვილს საქართველოში პოლიტიკა და ბიზნესი არ აინტერესებს. ნაყოფია აცხადებს, რომ ის კეზერაშვილს შეხვდა.
„საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა დაბრუნების შემდეგ არც პოლიტიკა აინტერესებს და არც ბიზნესი. ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მინდაო. დავით კეზერაშვილი მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, მე რამდენადაც ვიცი, ვანო მერაბიშვილიც. როგორც ვიცით, ის აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, ხაბეიშვილს აქტიურად მხარს უჭერს და არც ხაბეიშვილს დაუმალავს ეს ისევე, როგორც მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას. იყო შუამავლები ვინც ჩათვალეს საჭიროდ, რომ უნდა შევხვდეთ“, - განაცხადა ნაყოფიამ.