ნანა კაკაბაძე

პოლიტიკა 1706096912

ოპოზიციაში დღეს მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი რუპორი ჟურნალისტების თავხედობა იქამდე მიდის, რომ საკუთარ გაფუჭებულ საქმეს და მის შედეგებს დღევანდელ ხელისუფლებაზე შეხოცვას ცდილობენ - ნანა კაკაბაძე

ამბობენ, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულაო, მაგრამ მაინც ძალიან უცნაურია, როდესაც ოპოზიციაში დღეს მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი რუპორი ჟურნალისტების თავხედობა იქამდე მიდის, რომ საკუთარ გაფუჭებულ საქმეს და მის შედეგებს დღევანდელ ხელისუფლებაზე შეხოცვას ცდილობენ. მათ არჩეული აქვთ გაღმა შედავების პოლიტიკა, რომელიც იწყება ხელისუფლებისთვის რუსეთუმეობის დაბრალებით და მთავრდება ნებისმიერ კონკრეტულ მოვლენაში ხელისუფლების დადანაშაულებით, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.კაკაბაძის თქმით, იმისათვის რომ, 2008 წლის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგებზე პასუხისმგებლებმა აირიდონ პასუხისმგებლობა, გაღმა შედავების პრინციპით, ცდილობენ ეს უმძიმესი ტვირთი დღევანდელ ხელისუფლებას აკიდონ.„ვინ იღებს დასავლეთში ანტიდასავლურ (პრორუსულ) გადაწყვეტილებებს?ამბობენ, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულაო, მაგრამ მაინც ძალიან უცნაურია, როდესაც ოპოზიციაში დღეს მყოფი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი რუპორი ჟურნალისტების თავხედობა იქამდე მიდის, რომ საკუთარ გაფუჭებულ საქმეს და მის შედეგებს დღევანდელ ხელისუფლებაზე შეხოცვას ცდილობენ. მათ არჩეული აქვთ გაღმა შედავების პოლიტიკა, რომელიც იწყება ხელისუფლებისთვის რუსეთუმეობის დაბრალებით და მთავრდება ნებისმიერ კონკრეტულ მოვლენაში ხელისუფლების დადანაშაულებით. მაგალითად, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა კონკრეტული უძრავი ქონება, ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა ჯიბის ჟურნალისტებმა ერთი ამბავი ატეხეს, საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე სათანადო რეაგირება რატომ არ მოახდინაო.ნაცვლად იმისა, რომ აფხაზეთის დღევანდელი სტატუსკვოს შექმნისთვის, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ან სასამართლოს წინაშე თვითონ პასუხობდნენ კითხვებს, აქეთ კითხულობენ, რატომ არ უშლის ხელს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის "ხელისუფლების" მიერ მიწების გასხვისებასო. არადა, დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით დაამტკიცა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების ყველა ქმედება არალეგიტიმურია, სწორედ ეს ხელისუფლება მტკიცედ ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას და მხოლოდ იმიტომ, რომ 2008 წლის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგებზე პასუხისმგებლებმა აირიდონ პასუხისმგებლობა, გაღმა შედავების პრინციპით, ცდილობენ ეს უმძიმესი ტვირთი დღევანდელ ხელისუფლებას აკიდონ. სინამდვილეში მათ უნდა გასცენ პასუხები კითხვებზე, თუ რატომ დაარქვეს კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი, რატომ შეიყვანეს ახალგორი და სხვა ტერიტორიები ე. წ.სამხრეთ ოსეთის ფარგლებში, რის შემდეგაც სწორედ მათ მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გაავლეს საზღვარი რუსებმა, რატომ ჩაებნენ წინასწარ წაგებულ ორდღიან ომში, იყო თუ არა ეს დიდი რუსული გარიგება, ევროპისა და ამერიკის კომუფლიაჟით, რატომ მოაწერეს ხელი ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას, სადაც მითითებული იყო, რომ კონკრეტული საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში სწორედ საქართველომ დაიწყო და ა. შ. და ა. შ. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ რუსეთუმეს ძახილი სწორედ გაღმა შედავებისთვის სჭირდება იმ ხალხს, ვისაც უნდა, რომ ყურადღება გადაიტანოს მათ გუნდში არსებული შემდეგი უდავო ფაქტებიდან:1. მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდობაში მსახურობდა რუსეთის კგბ-ს ჯარში, რომელიც გაპრეზიდენტების შემდეგ, 2004 წელს პუტინს მისთვის სამაგალითო #1 პოლიტიკოსს ეძახდა,2. ე. წ. ვარდების რევოლუციის გამპრავებლად თბილისში ჩამოვიდა რუსი მინისტრი იგორ ივანოვი, 3. საქართველოს ეკონომიკის რუსმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ნახევარი საქართველო რუსეთს მიყიდა,4. რუსეთის მოქალაქე იყო მათი საგარეო მინისტრი და 2018 წ. პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ცოცხალი თავით არ თმობდა რუსულ პასპორტს, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის კულტურის მინისტრს წერილით ეხვეწებოდა, ამღერე და აცეკვე ქართული ანსამბლები რუსეთის დედაქალაქშიო,5. ასევე რუსეთის მოქალაქეა მათი ხაზინადარი, მილიონერი კობა ნაყოფია,6. მათი პარლამენტის თავმჯდომარე იყო მათ მიერვე შემდგომში რუსეთუმედ შერაცხული ნინო ბურჯანაძე,7. რუსეთის ბიუჯეტიდან არის მსუყედ დაფინანსებული მათი პოლიტვარსკვლავი ელენე ხოშტარია, 8. რუსეთიდან მოვლენილია აქ დაწინაურებული და მერე ნაცებთან გადამხტარი გიორგი გახარია, 9. ემიგრაციიდან მოვლენილი, აქ დაწინაურებული და შემდეგ ისიც ნაცების ნავში გადამხტარია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ლავროვს #1 დიპლომატს ეძახდა,10. მათივე გუნდს ამშვენებს საბჭოთაკომსომოლიდან პირდაპირ გაბანკირებული და რუსეთში გამილიონერებული მამუკა ხაზარაძე.ეს და კიდევ მრავალი სხვა ფაქტი დიდი კითხვის ნიშნებს იწვევს, რომელთა გასანეიტრალებლად გაღმა გვედავებიან სიტყვით მედასავლეთე და საქმით რუსეთუმე „გამოჩენილი პოლიტიკოსები“ და „უფლებადამცველები“. ახლა ეკლესიას მიადგნენ და ვითომ სტალინი და ზოგადად ხატების კანონიკურობის პრობლემა აწუხებთ. ამასაც გაღმა შედავების მოტივით აკეთებენ, ჩვენ ქრისტიანობის ბედი გვაწუხებს და ეკლესიაში დაგროვილ უკეთურობებს ვებრძვითო. მაგრამ ეს ფარისევლობა არავის სჯერა, რადგან ასე რომ იყოს, მივიდოდნენ საპატრიარქოში ან განცხადებას დაწერდნენ, ესა და ეს ხატი არაკანონიკურია, ვიმსჯელოთ ამაზე და გაიტანეთ ეკლესიიდანო. თუმცა, ბევრი მათგანი არც მალავს, რომ სწორედ რელიგიას ებრძვიან და არა კონკრეტულად თითქმის საუკუნის წინ გარდაცვლილ სტალინს. თვითონ ნატა ფერაძემ ღიად განაცხადა, სამების ეკლესია კორუფციის ბუდე და სიმახინჯეა, ანუ ფაქტობრივად, მის დანგრევას მოითხოვს. მოკლედ, გაცოცხლდა მებრძოლ უღმერთოთა კავშირი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ხალხი დასავლეთიდან ფინანსდება. თუმცა, აღარაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც დასავლეთში ბევრი სააკაშვილის 9-წლიან სისხლიან რეჟიმს დღემდე „დემოკრატიის შუქურას“ ეძახის. და ეს ყველაფერი სწორედ დასავლეთის დისკრედიტაციას ემსახურება. ამ ყველაფრის შემხედვარეს ძალაუნებურად გიჩნდება კითხვა, ვინ არიან ისინი, ვინც ასეთი ბნელი ძალების მატერიალური და მორალური მხარადჭერის გადაწყვეტილებას იღებენ, იქნებ მართალია ის მოსაზრება, რომ სწორედ კრემლის გულშემატკივრები ან სულაც მათი ფარული აგენტები არიან შეღწეულები დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების თუ საერთაშორისო ინსტიტუტების მმართველ რგოლებში, რათა თავიანთი მიზანმიმართული ნაბიჯებით მოახდინონ დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და ხალხი ამ ღირებულებების წინააღმდეგ განაწყონ?“- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

გია ცაგარეიშვილი

პოლიტიკა 1705934182

გია ცაგარეიშვილი - ბედოვლათმა ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა, შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს

იმისთვის შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობისა , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა და ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს.„ბედოვლათმა ოპოზიციამ, რომელსაც პარტიული ტელევიზიებიც აუბამენ ხოლმე მხარს, მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა. ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს. ეს ინფორმაცია ყველამ კარგად იცოდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა. რატომღაც შემოინახეს და დღეს დაემთხვა ეს ყველაფერი დროსა და სივრცეში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვინმე ჯერემი როზნერი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული სატელიტური პოლიტიკური ორგანიზაციების მრჩეველი, ის აძლევს რჩევას, რომ ეს ინფორმაცია შეენახათ და შესაბამისად, იმისთვის, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა როგორმე გადაეფარათ, დღეს ყოფილიყო ამ ე.წ. სკანდალზე საუბარი, მაგრამ აქ ადამიანებს ერთი მარტივი რამ გამორჩათ - თქვენ არ გეგონოთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს. ამოწმებს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ეს ბრიყვულად გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შემოგდებულია შესაბამისი მედია საშუალებებით, ბრიყვული რომაა აქედანაც კარგად ჩანს”, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.მისი თქმით, ამოწმებენ ვახტანგ მეგრელიშვილს, ალექსანდრე ელისაშვილს, ფრიდონ ინჯიას, ცეზარ ჩოჩელს, კახა ოქრიაშვილს, დავით ზილფიმიანს, კობა ნაყოფიას, რომლებიც არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები.„თქვენ ამბობთ და ამტკიცებთ, რომ ეს არის ძალიან დიდი სენსაცია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს მათ შორის პარლამენტის წევრებს და მთავრობის წარმომადგენლებს. მე ვამბობ და ვამტკიცებ საპირისპიროს - ეს არ არის სენსაცია, მომავალ წელსაც გადამოწმდება ასევე შერჩევით 300 და შეიძლება უფრო მეტი ადამიანი, იმის შემდეგაც და ეს ძალიან კარგია. ამისთვის შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობისა“ , - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლობისტ როზნერის დავალებით მოხდა ინფორმაციის ისე წარმოჩენა, თითქოს 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ ახალი სკანდალია.

კობა ნაყოფია

პოლიტიკა 1700813502

დღეს თბილისში რომ ვყოფილიყავი, ამ ღონისძიებაზე არ მივიდოდი - კობა ნაყოფია "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

მე გახლავართ კიევში, აქედან გერთვებით, თუმცა, მინდა გითხრათ, დღეს თბილისში რომ ვყოფილიყავი, ამ ღონისძიებაზე არ მივიდოდი,  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა.ნაყოფიას თქმით, მას განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მანიფესტთან დაკავშირებით, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიღო."არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, კიევში ვარ თუ იქ ვარ, მე ნამდვილად არ მივიდოდი ამ ღონისძიებაზე, რადგან გამაჩნია განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის, ამ მანიფესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შინაარსს, სადაც ზოგადად, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და რეჟიმის წინააღმდეგ ერთობაზეა საუბარი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ რეჟიმს ებრძვის დაეთანხმებოდა, მეც მათ რიგებში ვიქნებოდი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზად ვიქნებოდი, ამ დოკუმენტზე მომეწერა ხელი, იმიტომ, რომ ეს არის ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც ყველა დებულებას, ყველა პუნქტს უნდა ეთანხმებოდე, რომ მოახდინო მისი მხარდაჭერა და ხელის მოწერა." - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მიშა კეზერა

პოლიტიკა 1699817231

რა მისწერა დავით კეზერაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ციხეში? - წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები

დავით კეზერაშვილის წერილი მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში მიწერა. როგორ უნდა გააგრძელოს მუშობა "ნაციონალურმა მოძრობამ", ვინ უნდა დარჩეს თამაშგარე და ვის ადგილს ვეღარ ხედავს პარტიაში - წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები "კურიერი პი ესმა" გაარკვია.ვინ როგორ ხედავს "ნაციონალების" მომავალს, რას წერს კეზერაშვილი სააკაშვილს და ვისი დავალებით წაიშალა მელიას ქება ექსპრეზიდენტის ფეისბუქ გვერდიდან."ეს პროცესი დასასრულებელია და წერტილია დასასმელი. თუ არადა, პროექტს ვხურავ" - დავით კეზერაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" დასასრულის დასაწყისი დაიწყო."კურიერი პიესის" ინფორმაციით, პარტიის არაფორმალურ მმართველად წოდებულმა კეზერაშვილმა, პარტიის დამფუძნებელს ციხეში წერილი მიწერა. ავტორი ადრესატს ავალებს: საბოლოოდ გაირკვეს, ვინ არის "ნაციონალურ მოძრაობაში" ამრევი, ვის არ უნდა ერთობა და ვინ უნდა წავიდეს პარტიიდან."კურიერი პიესის" ინფორმაციით, კვიპროსსა და "ვივამედს" შორის შუამავლის როლი პეტრე ცისკარიშვილს ერგო.სანამ გაირკვევა, ცდილობს თუ არა კეზერაშვილი მელიას ჩამოშორებას მიხეილ სააკაშვილის ხელით, ფაქტია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. ჯერ იყო სასამართლო სხდომა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის მოქმედ ზოგიერთ წევრს კარისკენ მიუთითა.სასამართლო სხდომაზე ნათქვამმა ლევან ხაბეიშვილის ტონიც მალევე შეცვალა. მკაცრად და პირველად, წინამორბედს ღიად დაემუქრა.ხაბეიშვილი დაიმუქრა, მიხეილ სააკაშვილმა კი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც, ნიკა მელიამ მისგან ქებაც კი დაიმსახურა. ესეც მალე წაიშალა. 4-დღიანი წერა-წაშლის რეჟიმი კი ახალი ინიციატივით დაგვირგვინდა. "ვივამედის" პალატიდან, ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიას მანიფესტის შექმნა დაავალა. შეარჩია სიმბოლური თარიღიც - 23 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ახალ გეგმაზე თანხმობა, ხელმოწერის დადასტურებით მოუწევთ.სანამ საკუთარ პოლიტიკურ გზას აირჩევს, დარჩენას არჩევს. რატომ გახდა პარტიისთვის მანიფესტის შექმნის აუცილებლობა, ხომ არ ნიშნავს ეს ნიკა მელიასთან გაყრის ოფიციალურ გაფორმებას? ლევან ხაბეიშვილს ყოფილზე საუბარი არ სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ანონსების მთავარი ადრესატი ნიკა მელია. სანამ, გაირკვევა ექნება თუ არა მანიფესტს ნიკა მელიას ხელმოწერა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ახალ დოკუმენტს "ნდობის საბჭოს შექმნის" იდეით პასუხობს. ნიკა მელიას ერთობისა და ნდობის აღდგენა მხოლოდ ამ გზით წარმოუდგენია.თუკი კეზერაშვილი და სააკაშვილი პარტიის ახალ კონფიგურაციზე ვერ შეთანხმდებიან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობას", სავარაუდოდ, ფინანსებს შეუწყვეტს. "კურიერი პიესის" მოპოვებული წერილის შინაარსის მიხედვით, ბერკეტები კვლავ კობა ნაყოფიას ხელში გადავა. "ნაყოფიამ მიგიხედოს პარტიას" - წერილი ამ სიტყვებით და მოცემულობით სრულდება.ნაყოფია-კეზერაშვილს რომ კარგი ურთიერთობები არ აქვთ, ამას სატელევიზიო არქივიც მოწმობს. სწორედ ნაყოფია იყო ის მთავარი ფიგურაც, რომელსაც მელია-ხაბეიშვილი უნდა შეერიგებინა.დავალება გაცემულია, ხელმოწერის ბოლო დღე 23 ნოემბერია. შეიძენს თუ არა ეს თარიღი პარტიისთვის, 20 წლის შემდეგ, ახალ დატვირთვას - ეს 11 დღეში გაირკვევა.ასევე დაგაინტერესებთ:დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე ამაყი ქალები„ლამაზი ხედებისა და კრუასანებისთვის...“ - ნუცა ბუზალაძე პარიზიდან ფოტოებს აქვეყნებსვისთვის იქნება 13 ნოემბრის ახალი მთვარე განსაკუთრებით იღბლიანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1695906037

ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი - პრემიერი

ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი.„მე გეტყვით ჩემს აზრს, - ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, 10 წელი.გაუგებარია, პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო ზოგადად, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება გაუგებარია, აუხსნელია ჩემთვის პირადად, მინდა გითხრათ და მე ამის თაობაზე ღიად ვამბობ და ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ნათქვამი არის რომ ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი. საერთოდ იცით რა?! მე გეტყვით შემდეგ რაღაცას, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მე ერთი რამ მინდა განმასხვავებელი გითხრათ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი.ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარების მოსმენა.მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება? ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ და მას არ სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე და გუნდის წევრზე ყოფილი და ყოფილი პროკურორი იყო 10 წლის წინ, მე ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ.აუცილებელია, რომ ჩვენ ესე ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია ჩვენი პარტნიორის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს დისკუსია და კომუნიკაცია.მთავარი ჩემი წუხილი რაც მინდა გამოვხატო და გაკვირვება არის ის, რომ არასოდეს არ მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ არც ერთ სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების. მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში, ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნეს საქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეხლა ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, ეხლა მემგონი ეს დასამალი არ არის და ყველამ იცის.როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი?! - თქვენ ეთანხმებით მაგ შეფასებას?! რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე, კაცი წასულია 10 წელზე მეტია, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია რატომ აიღო პასპორტი. ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია. იმ პოლიტიკური ძალის განცხადებები, რომელთა ლიდერები არიან დღესაც რუსეთის მოქალაქეები, მაგალითად ბატონი კობა ნაყოფია - პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი, რუსეთის მოქალაქე, ბარონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ომის შემდეგაც რომ არ დაუტოვებია რუსეთის მოქალაქეობა. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ვიზე გაქვთ სალაპარაკო და როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს?! ქალბატონი ია გულიაშვილი რომ ყოფილიყო დასანქცირებული, ასევე დაგიცავდით თქვენ. ხვალ რომ დაგასანქციროთ თქვენ, ასევე დაგიცავთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1695902578

რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე?! კაცი 10 წელზე მეტია წასულია პოლიტიკიდან, აკეთებს ბიზნესს - პრემიერი

რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება ჩემთვის პირადად გაუგებარი და აუხსნელია. მე ამ თემაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.„ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტი აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური. მინდა გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება ჩემთვის პირადად გაუგებარი და აუხსნელია. მე ამ თემაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი, არ ვიცი რატომ დაასანქცირეს. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა. ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარების მოსმენა. მე ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ, არც სჭირდება მას ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე და ყოფილ პროკურორზე მაინტერესებს მიზეზი. აუცილებელია, რომ ჩვენ ბრმად არ მივიღოთ ჩვენი პარტნიორის გადაწყვეტილება, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ. მაგრამ, ჩვენ გვაქვს ეს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი ჩემი წუხილი, რაც მინდა გამოვხატო არის ის, რომ არასდროს მოუმართავს ფარცხალაძის შესახებ აშშ-ის არცერთ სამსახურს. ჩვენ ვიცოდით, რომ მას რუსეთში ჰქონდა საქმიანობა, მაგრამ ფარცხალაძე, რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე მგონი დასამალი არაა. რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე?! კაცი 10 წელზე მეტია წასულია პოლიტიკიდან, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია. იმ პოლიტიკური ჯგუფების განცხადებები, რომლის ლიდერებიც დღემდე არიან რუსეთის მოქალაქეები, მაგალითად, კობა ნაყოფია, პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი არის რუსეთის მოქალაქე. გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ომის შემდეგაც არ დაუტოვებია რუსეთის მოქალაქეობა. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო?“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1694254706

"ოცნებამ" ეს უფასო "კარმუშკა" გააუქმა, ამიტომ ებრძვიან ასეთი გაშმაგებით - დავით ქართველიშვილი რაფაელ გლუქსმანისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილი ხარჯების სიას აქვეყნებს

„მომაკვდავმა სააკაშვილმა დემენციის მორიგი რეციდივის ფონზე, გუშინ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებზე ისეთი ნიანგის ცრემლი ღვარა, რომ მოგვიწევს მის ანტიდემენციურ მკურნალობაში, სუფთა ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე“ - ჩვენი წვლილიც შევიტანოთ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.ქართველიშვილი ფრანგი პოლიტოლოგის და კინოდოკუმენტალისტის, რაფაელ გლუქსმანისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილი  ხარჯების სიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ახლა გასაგებია, რატომ უნდათ კუბილიუსს, იუკნავიჩიენეს, ფოტიგას, კალიურანდს, ფონ კრამონს და სხვებს სექტის ხელისუფლებაში დაბრუნება,"ოცნებამ" ეს უფასო "კარმუშკა" გააუქმა და ამიტომ ებრძვიან მას ასეთი გაშმაგებით.მისივე თქმით,  ჩამოთვლილ ლოკაციებზე გლუკსმანთან ერთად იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, ირმა ნადირაშვილი, ალანა გაგლოევა, ზურაბ დარჩიაშვილი, სოფიო თათარაშვილი, ლევან ქარდავა, დავით ბაქრაძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი არველაძე, კობა ნაყოფია, მერი კოკაია, გიგი უგულავა, გიორგი ვაშაძე, გია ყარამანიშვილი და ა.შ.„მომაკვდავმა სააკაშვილმა დემენციის მორიგი რეციდივის ფონზე, გუშინ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებზე ისეთი ნიანგის ცრემლი ღვარა, რომ მოგვიწევს მის ანტიდემენციურ მკურნალობაში, სუფთა ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე - ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. დღევანდელი ჩვენი "გმირი" - ფრანგი პოლიტოლოგი, კინოდოკუმენტალისტი რაფაელ გლუქსმანია. სანამ დაწვრილებით გავივლით, ქართველი გადასახადების გადამხდელთა ხარჯებით რა მატერიალური "პატივი" ვეცით მას, ორიოდე სიტყვა ვთქვათ თავად ჩვენი "მუქთა" ფულის მჭამელზე.2004 წელს გადაღებული ფილმის "Orange 2004"-ის ავტორი, ორგანიზაცია "სწავლა საზღვრების გარეშე"-ს (Études sans frontières) დამფუძნებელი, რომელიც ახალგაზრდა ჩეჩნებს ეხმარება ევროპაში განათლების მიღებას. ეკა ზღულაძის ქმარი და მათი საერთო შვილის მამა, რაც არ უშლის მას ამავდროულად ფრანგ ჟურნალისტ ლეა სალამესთან თანაცხოვრებას. 2019 წელს ევროპარლამენტის არჩევნებში მოხვდა სოციალისტური პარტიის სიის სათავეში (მის პარტიულ სიას წილად ხვდა 6 სადეპუტატო მანდატი). ახლა კი ჩემი ფინალური კითხვა - იმსახურებს კი ყოველივე ჩამოთვლილი იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე თვეში (2012-2013 წ.წ.) სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩემი და თქვენი ფულით - რაფაელ გლუქსმანზე იყო დახარჯული 370 ათასი ლარი. კერძოდ:2012 წლის 25 თებერვლიდან აშშ-ში 6-დღიანი ყოფნის კვების ხარჯი - 21349 ლარი 2013 წლის 19 იანვრის დუბაის რესტორან Hakkasan-ში სადილის ხარჯი - 8295 ლარი 2013 წლის 19 იანვარს დუბაიში 2-დღიანი ყოფნის ხარჯი - 60239 ლარი2 012 წლის 24 მარტს სინგაპურში 2-დღიანი ყოფნის ხარჯი - 42948 ლარი 2012 წლის 22 მარტს ტაილანდში 3-დღიანი ყოფნის ხარჯი - 86163 ლარი 2012 წლის 29 მარტს დუბაიში 3-დღიანი ყოფნის ხარჯი - 41744 ლარი2012 წლის 27 აპრილს დუბაიში 3-დღიანი ყოფნის ხარჯი - 48389 ლარი2012 წლის 26 აგვისტოს კორსიკაზე 2 დღიანი ყოფნის ხარჯი - 28969 ლარი 2012 წლის 13 დეკემბერს ჰოლანდიაში 2 დღიანი ყოფნის ხარჯი - 16313 ლარი2012 წლის 13 მაისს სლოვენიაში ყოფნის ხარჯი - 279 ლარიზე მოაღნიშნულ მიმართულებებზე გლუქსმანისთვის შეძენილი ავიაბილეთების საერთო ხარჯი - 15328 ლარიამ მხოლოდ ერთი მაგალითიდან ნათლად ჩანს, თუ რატომ ძვრებიან ყველა "შავი ხვრელიდან" კვლავ ხელისუფლებაში ჩვენი სექტანტები - არ გეგონოთ, რომ ყველა ჩამოთვლილ ლოკაციაზე გლუქსმანი მარტო იმყოფებოდა. მე ჩამოგითვლით მისი კამპანიის წევრებს: მიხეილ სააკაშვილი, ირმა ნადირაშვილი, ალანა გაგლოევა, ზურაბ დარჩიაშვილი, სოფიო თათარაშვილი, ლევან ქარდავა, დავით ბაქრაძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი არველაძე, კობა ნაყოფია, მერი კოკაია, გიგი უგულავა, გიორგი ვაშაძე, გია ყარამანიშვილი და...დავიღალე დანარჩებების ჩამოთვლით.ახლა ხომ გესმით, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუქსმანისაგან მოყოლილი ამ სათავგადასავლო მუქთა მოგზაურობების შესახებ ისტორიების შემდეგ: რატომ უნდათ კუბილიუსს, იუკნავიჩიენეს, ფოტიგას, კალიურანდს, ფონ კრამონს და...დავიღალე დანარჩენების ჩამოთვლით - სექტის ხელისუფლებაში დაბრუნება. "ოცნებამ" ეს უფასო "კარმუშკა" გააუქმა და ამიტომ ებრძვიან მას ასეთი გაშმაგებით“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1691229457

თუ მართლა საჭირო იყო ვერტმფრენები, რასაც ბინძურად სპეკულირებდით, რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს? რატომ არცერთს არ წამოგცდათ, წაიყვანეთ ჩემი ვერტმფრენი და გამოიყენეთო? - ლევან ნიკოლეიშვილი

თუ მართლა საჭირო იყო ვერტმფრენები, რასაც ბინძურად სპეკულირებდით, რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს? რატომ არცერთს არ წამოგცდათ, წაიყვანეთ ჩემი ვერტმფრენი და გამოიყენეთო?, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.იგი აღნიშნული კითხვით კახა ოქრიაშვილს, ჭუტა წერეთელს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და კობა ნაყოფიას მიმართავს.„ახლა ცოტა ხნით ისევ მილიონერ ოპოზიციონერებს მინდა მივუბრუნდე, ამ უბედურების დროს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა რომ არ გაუჩერებიათ და დამატებითი ვერტმფრენები არის საჭიროო მთელი ოპოზიცია რომ გაჰკიოდა ყველანაირი განმარტების მიუხედავად. თუ მართლა საჭირო იყო ვერტმფრენები, რასაც ბინძურად სპეკულირებდით, რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს? რატომ არცერთს არ წამოგცდათ, წაიყვანეთ ჩემი ვერტმფრენი და გამოიყენეთო?კითხვის ადრესატები:კახა ოქრიაშვილიჭუტა წერეთელიმამუკა ხაზარაძებადრი ჯაფარიძეკობა ნაყოფიაკიდევ ვის ყავს, უცებ არ მახსენდება, ყველასთან არის ეს კითხვა!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ვლადიმერ

პოლიტიკა 1682585730

ვლადიმერ ბოჟაძე კობა ნაყოფიას განცხადებაზე: გასაკვირია, ასეთი გულწრფელი განცხადება და აღიარება - ომის და ღალატის პარტია ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურს, ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების პროცესს

ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი მართვადი მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს წარმატება, ხელისუფლების წარმატებაც იქნება, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს. ბოჟაძის თქმით, კობა ნაყოფიამ მისი განცხადებით, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რისთვისაც ოპოზიცია მზად უნდა იყოს, დაადასტურა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის და მეორე ფრონტის არსებობსი სცენარი. ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ოპოზიცია ისევე აქტიურად ცდილობს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, როგორც თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალალ ვაჭრობის შეთანხმებისთვის ცდილობდა ხელის შეშლას. „კობა ნაყოფიას საქართველოს კონსტიტუცია რომ არ წაუკითხავს გასაკვირი არ არის, არც რიგგარეშე არჩევნების საფუძვლებში და საარჩევნო კანონმდებლობაში რომ ვერ ერკვევა, მაგრამ გასაკვირია ასეთი გულწრფელი განცხადება და აღიარება. ომის და ღალატის პარტია, რადიკალური ოპოზიცია, მათი მართვადი მედიის და სამოქალაქო სექტორის ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რატომ? იმიტომ რომ საქართველოს წარმატება ხელისუფლების წარმატებაც იქნება, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია, ისევე როგორც თავის დროზე ეწინააღმდეგებოდნენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალალ ვაჭრობას, ისევე აქტიურად ცდილობენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს გარე და შიგა მტრების მიზანია კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების საბაბით ქვეყანაში დაიწყოს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, რასაც მოყვება სისხლიანი რევოლუცია, ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება, მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი სამშობლოს ხელახალი ოკუპაცია, სწორედ ამ სცენარის არსებობა დაადასტურა კობა ნაყოფიამ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის კონტროლირებად ოპოზიციას ახლა მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - კანდიდატის სტატუსის არ მიღება! სამწუხაროდ ამ პროცესში მათ ეხმარება ენჯეოების და მედიის ნაწილი, ზოგიერთი ევროპარლამენტარი, სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი თანამდებობის პირი და აქტორები. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას და ,,ქართულ ოცნებასთან" ერთად გააგრძელებს მყარი ნაბიჯებით ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას, ასევე მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების შენარჩუნებას, სწორედ ეს არის ახლა უმთავრესი მიზანი და მის შესრულებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე. 

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1682582401

ნინო ფოჩხუა კობა ნაყოფიას: მინდა გაგიცრუოთ იმედები - ვერასდროს გაიმარჯვებთ ქართველ ხალხზე, რომელმაც უკვე გააკეთა არჩევანი ქვეყნის სტაბილურობაზე

თქვენ, და არა საქართველოს მეგობარ, უცხოელ პარტნიორებს, უკვე დალაგებული გაქვთ ქვეყნის არევის სქემის სხვადასხვა ვარიანტი, არ გაამართლებს ერთი, გაამართლებს მეორე, მაგრამ მინდა გაგიცრუოთ იმედები, - ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას იმ განცხადებას, რომელშიც ნაყოფიამ აღნიშნა, რომ მას ეჭვი არ ეპარება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია და მისი პარტნიორები ვერ გაიმარჯვებენ ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც არჩევანი სტაბილურობის, დამოუკიდებლობის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, უკვე გაკეთებული აქვს.„ბატონო კობა, სიტყვათა წყობა "ეჭვიც არ მეპარება" და "თუ" უადგილოა ამ განაცხადში. თქვენ, და არა საქართველოს მეგობარ, უცხოელ პარტნიორებს, უკვე დალაგებული გაქვთ ქვეყნის არევის სქემის სხვადასხვა ვარიანტი, არ გაამართლებს ერთი, გაამართლებს მეორე, მაგრამ მინდა გაგიცრუოთ იმედები, თქვენ და თქვენი პარტნიორები ვერასდროს გაიმარჯვებთ ქართველ ხალხზე, რომელმაც უკვე გააკეთა თავის არჩევანი ქვეყნის სტაბილურობაზე, დამოუკიდებლობასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე.“ - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1682581306

ლევან ნიკოლეიშვილი: ვინ გვპირდება ვადამდელ არჩევნებს, არეულობას და ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევას? - რუსული პასპორტის მქონე, სულით რუსი კობა ნაყოფია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ხოლო ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.ნიკოლეიშვილი, კობა ნაყოფიას რუსულ პასპორტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლა, ქაოსი და მეორე ფრონტის გახსნაა. ის საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.„ვინ გვპირდება ვადამდელ არჩევნებს, არეულობას და ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევას? რუსული პასპორტის მქონე სულით რუსი კობა ნაყოფია. დიახ, სწორედ ესაა მათი გეგმა - სტატუსის არ მიღება, ქაოსი და ბოლოს მეორე ფრონტი. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ ქართველებო!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

irakli

პოლიტიკა 1682580839

ირაკლი ლატარია კობა ნაყოფიას განცხადებაზე: ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მოგვცენ სტატუსი, აი, როგორ იქცევიან რეალური მტრები და რაზე ოცნებობენ

ექსპერტი ირაკლი ლატარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმიანება, რომელსაც ეჭვიც არ ეპარება, რომ „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება - ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული“. როგორც ლატარია აღნიშნავს, აი როგორ იქცევიან რეალური მტრები და რაზე ოცნებობენ.„აი რა უნდათ რეალურად... ყველაფერს აკეთებენ, რომ არ მოგვცენ სტატუსი, შემდეგ უნდათ არეულობის მოწყობა, შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება და ამას მოაყოლებენ ომსაც... აი როგორ იქცევიან რეალური მტრები... აი რაზე ოცნებობენ რეალურად... არა ნუ, საქართველოს კი არა, მგონი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ამათზე დიდი მოღალატეები და საკუთარი სამშობლოს მოძულენი .... რუსული პასპორტით მორბენალი, რუსი ბიზნესმენი ნაყოფია - ნეტავ ვის საქმეს აკეთებს? ნეტავ, ვისი ოცნების ასრულება სურს? მართლა რა გახდა ამათი ყველასი ერთად შეყრა ერთადერთი მუხლით - სამშობლოს ღალატი!“, - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.