პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას თქმით, ის, რაც მოხდა, რეალურად, ეს არის პარტიის გაძლიერება.
მისივე თქმით, მომავალში გამოყენებული იქნება პროტესტის სხვადასხვა ფორმა.
„ის, რაც მოხდა, რეალურად ეს არის პარტიის გაძლიერება. ნიკა მელია გახლავთ პარტიის თავმჯდომარე, ამავე დროს ის დროებით ითავსებდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას. ამ დროს პოლიტსაბჭოში ძალიან ბევრი სამუშაოა, ბევრი გასაკეთებელი საქმეა, რასაც სჭირდება სწორი მენეჯმენტი.
ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ „კობა იქნება შენ გადაინაცვლო აქ და ამ ფრონტზე იყო. მოვიწვიოთ პეტრე ცისკარიშვილი, რომელსაც ძალიან კარგი ორგანიზატორული თვისებები გააჩნია.“ ხომ არ გგონიათ, ვინმე სიხარულით მიილტვის იმისკენ, რომ რაღაც თანამდებობა დაიკავოს?! - ჩვენთან, პარტიაში ეგრე არ არის, პირიქით. ეს უზრუნველყოფს პარტიის უფრო კარგ ფუნქციონირებას, მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება.
თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის, რომ ვერ კმაყოფილდება ხალხის და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნები, პროტესტი არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული.“ - განუცხადა ჟურნალისტებს კობა ნაყოფიამ.