კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას - ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

ნიკა მელიას ჩანაწერს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და მას უცენზუროდ მოიხსენიებს, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მელიას პირად ჩანაწერებზე:
 
გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს - ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარას (ფორმულას თანამშრომლები უკვე ასე იქცევიან - ბოდიში მოიხადე, თორემ ბევრი მეგობარი გვყავს ჩვენ და ინანებო, ამას წინათ ვიღაცას წერდნენ, ვინც ერთ-ერთ insecure წამყვანს დასცინა) მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას…

ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს ცხადია, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს …

ასეთ ფურუნკულს ანტიბიოტიკური მკურნალობა და ახალი ალტერნატიული პოლიტიკური წესრიგის დამყარება სჭირდება.

ამას ვაკეთებთ ჩვენ - ევროპული საქართველო.

ახალ პოლიტიკურ წესრიგს ვქმნით ჩვენს სივრცეში და ვაფართოვებთ. ამ სამარცხვინო ცირკზე კომენტირებაც კი გულისამრევია.

(ყველაფერს არ ვამბობ, ისეთი საზიზღარია ორივე მხარე, არ მინდა შემთხვევით რომელიმეს დავეხმარო)," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.