„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სურს, სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებს უკრაინულად მიმართოს.
„უკრაინის მოქალაქე ვარ". - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს, რომელმაც მოუწოდა, ქართულად ესაუბრა. სააკაშვილის მიმართვას სხდომაზე თარჯიმანი თარგმნის.
სააკაშვილის პროცესს „ტაბულას“ მფლობელი, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა:
„ქართულ ენასთან გაიბუტა, რადგან საქართველოში მისი ილუზიები რეალობასთან სასტიკად დამარცხდა. ძალიან ძლიერი და ღირსეული ნაბიჯია. ღმერთო, ოღონდ ეს კაცი მოაშორე ქართულ პოლიტიკას და სადმე სხვაგან აცოცხლე - მეტი არაფერი მინდა! მე შევანგრევდი ციხის კარს რომ შემეძლოს, გავიტაცებდი და სადმე, ტიბეტში დავტოვებდი ბუდისტ ბერებთან“,- ამბობს ჩერგოლეიშვილი.