ჯერ თბილისში ვიყავით, ახლა ახალციხეში ვართ. ძალიან მშვიდად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, მოხარულები ვართ, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდ და სამართლიან გარემოში დააფიქსირონ საკუთარი აზრი - ხუან ეფრაინ როჩა

როჩა

ჯერ თბილისში ვიყავით, ახლა ახალციხეში ვართ. ძალიან მშვიდად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ექსპერტმა ხუან ეფრაინ როჩამ.

„მოხარულები ვართ, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდ გარემოში, სამართლიან გარემოში დააფიქსირონ საკუთარი აზრი“, - განაცხადა ხუან ეფრაინ როჩამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.