იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევ კონკურსში 32 კანდიდატია წარდგენილი

იუსტიციის საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ ვაკანტურ ადგილზე არამოსამართლე წევრობის კანდიდატების განცხადებების მიღება დასრულდა.

წარმოდგენილია 32 კანდიდატი:

1. გოგა კიკილაშვილი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (მკვლევარი) - წარმდგენი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

2. თეიმურაზ ჯერვალიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი - წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი; ა(ა)იპ იურისტთა ასოციაცია;

3. რუსუდან კვინიკაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარ კონსულტანტი - წარმდგენი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ცენტრი;

4. კარლო ბზიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი -  წარმდგენი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

5. ხათუნა ლორია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;

6. ალექსანდრე კურცხალია - სამართლის დარგის სპეციალისტი - წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ სამართლის რწმენა

7. ტრისტან ბენაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი - წარმდგენი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია;

8. ლია მუხაშავრია - სამართლის დარგის სპეციალისტი - წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი; ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;

9. კახა წიქარიშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი - წარმდგენი: ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი

10. გია ლილუაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი - წარმდგენი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

11. ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი - წარმდგენი: ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

12. ზურაბ აზნაურაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - წარმდგენი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; ა(ა)იპ იურისტთა ასოციაცია

13. იოსებ ვარძელაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სრული პროფესორი - წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

14. ნოდარ პაპუკაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი - წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

15. თამარ მახარობლიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - წარმდგენი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

16. როინ მიგრიაული - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

17. გიორგი ტურაზაშვილი - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

18. სოფიო სოხაძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - წარმდგენი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

19. მანუჩარი კოკოჩაშვილი - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია;

20. ზურაბ გურასპაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი - წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება, ა(ა)იპ საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი

21. ლევან ნემსაძე - სამართლის დარგის სპეციალისტი - წარმდგენი: ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების საზოგადოება; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია

22. გრიგოლ გაგნიძე - ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე; ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - წარმდგენი: ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია

23. ავთანდილ კახნიაშვილი - თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - წარმდგენი: საქართველოს იურისტთა გილდია

24. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი - წარმდგენი: ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

25. ზაზა ბუაჩიძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი- წარმდგენი: გამჭვირვალობა საქართველოს ცენტრი

26. ნინო ნიშნიანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი - წარმდგენი: ა(ა)იპ საქართველოს სიკეთის სიმართლისა და ერთიანობს კავშირი

27. დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - წარმდგენი: ა(ა)იპ უფლებები საქართველო

28. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე - წარმდგენი: ა(ა)იპ ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია

29. სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი - წარმდგენი: ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი

30. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის უფროსის მოადგილე - წარმდგენი: ა(ა)იპ სოციალური სამართლიანობის ცენტრი

31. გიორგი გზობავა - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - წარმდგენი: ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია

32. ვიქტორ ახალბედაშვილი - სამართლის დარგის სპეციალისტი - წარმდგენი: ა(ა)იპ უფლებათა დაცვის ცენტრი