დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„გირჩის წევრის“, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში „კანონიერი ქურდების“ უფლებებს დაიცავს.
მისი თქმით, კანონი „ქურდული სამყაროს შესახებ“ ადამიანის რწმენის თავისუფლების შეზღუდვაა.
„ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ იმის მიუხედავად, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, შევძლებთ თუ არა დამტკიცებას, რომ ადამიანს ორგანიზებული ბანდა ჰქონდა შექმნილი ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე. იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში.
ფაქტობრივად, ამ კანონის მიღებით ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს და აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით - ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად - ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ქვეყნიდან გაძევება, გადასახლება სხვა ქვეყანაში. პასპორტსაც არ ვუახლებთ, ჩვენ არ ვაძლევთ ამ ადამიანების ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს, ვავიწროებთ ოჯახს. ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება. რაც არ უნდა არაპოპულარული უნდა იყოს ეს. ადამიანი უნდა დაისაჯოს მიერ მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც სჯერა. არ შეიძლება ადამიანის დასჯა ლაპარაკის გამო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ამ ადამიანების უფლებებისთვის იბრძოლებს, თუმცა არა იმიტომ, რომ „რომელმე კანონიერ ქურდს იცნობს“.