გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ეს პროცესი აჩვენებს, რომ ოპოზიციურ სპექტრს მართლა სჭირდება დეოლიგარქიზაცია. კეზერაშვილს, რომელიც ტრადიციულად ნაცმოძრაობის მოლარე იყო, ხალხის ხარჯზე დიდი ფული აქვს დაგროვებული, ცდილობს, ამ ფულის ხარჯზე საკუთარი და ვიღაცების გავლენები გააფართოოს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა.
„შესაბამისად, ის ამღვრევს სიტუაციას. ჰყავს თავისი ფავორიტები. ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც მას გულზე არ ეხატება და მათ შორის ამღვრევს სიტუაციას, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია - რეალურად აჭრილია ნაცმოძრაობაში ვითარება და რაც იყო პოლარიზაცია პოლიტიკურ სისტემაში, მან გადაინაცვლა ნაცმოძრაობის შიგნით. ეს საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას. რაც უფრო დასუსტდება ნაცმოძრაობა, მით უკეთესი იქნება ეს ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარებისთვის. დეპოლარიზაციის ერთადერთი შანსი არის ის, რომ ნაცმოძრაობა უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებით“, - აღნიშნა კობახიძემ.