დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ყველას მოვუწოდებ, საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, არ დაექვემდებარონ გარეზეწოლას და თავად ვისაც ჩათვლიან ღირსეულ კანდიდატად ან კანდიდატებად, ის დაასახელონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახალახო დამცველობის კანდიდატების შერჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
„მცდელობა იყო სხვადასხვა შეფასების დაჯამების და გარკვეული რანჟირების, რაც აბსოლუტურად აცდენილია შემფასებელი ჯგუფის მიზანს და არითმეტიკულადაც კი შეუძლებელია დაჯამება და გარკვეული რანჟირება, რადგან იცით, რომ შესაძლებელი იყო შეფასებისგან თავის შეკავება. რიგ შემთხვევებში შემფასებლებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს და კრიტერიუმებში შეფასებები არ არის გამოყენებული, რაც თავის მხრივ, არ ნიშნავს, რომ ამ კრიტერიუმში დადებითი ან უარყოფითია შეფასება. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, მათ 19 კანდიდატის სია აქვთ, ასევე ინდივიდუალური შეფასებები. ახლა მნიშვნელოვანია, საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით, ოპოზიციამ მინიმუმ შვიდი კანდიდატი დაასახელოს. მათ ვადა აქვთ 21 ოქტომბრამდე. შემდეგ უკვე საპარლამენტო უმრავლესობა თავის სიტყვას იტყვის. აქამდე რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი. რაც კი აქამდე განხორციელდა, საზოგადოების თვალწინ ხდება. ყველას მოვუწოდებ, საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, არ დაექვემდებარონ გარეზეწოლას და თავად ვისაც ჩათვლიან ღირსეულ კანდიდატად ან კანდიდატებად, ის დაასახელონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ომბუდსმენობის კანდიდატების დასახელების ვადა პარლამენტის ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს 21 ოქტომბრამდე ექნებათ. სახალხო დამცველობის კანდიდატთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.