1734086254
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ნეთანიაჰუსა და ტალანტს შორის შიდასახელმწიფოებრივ პოლიტიკასა და ომის საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება იყო.
“ბოლო თვეების განმავლობაში ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის ნდობა დაირღვა" - აღნიშნა ნეთანიაჰუმ სამშაბათს საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი გახდება, ხოლო გედეონ საარი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.