1744879827
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ის სავალალო მდგომარეობა, რაშიც ოპოზიცია არის დღეს, არის მათივე ხელით შექმნილი. ეს პირველ რიგში გამოწვეულია იმით, რომ თავიდან ბოლომდე იყვნენ გარე დირექტივებზე დამოკიდებულები და დღესაც ასე არიან

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციურ სპექტრში არსებულ უთანხმოებას აფასებს. მისი განცხადებით, ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაშია.
„ის სავალალო მდგომარეობა, რაშიც ოპოზიცია არის დღეს, არის თავიდან ბოლომდე მათივე ხელით შექმნილი. ეს პირველ რიგში გამოწვეული იმით, რომ თავიდან ბოლომდე იყვნენ გარე დირექტივებზე დამოკიდებულები და დღესაც ასე არიან, საკუთარი აზრი და ანალიზის უნარი მთლიანად წართმეული აქვთ.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მართლაც ნორმალური, ჯანსაღი, ახალი ოპოზიცია შეიქმნას, რომელიც იქნება ორიენტირებული რეალურად მოქალაქეთა ინტერესებზე, ქვეყნის შიგნით იქნება მისი მთავარი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი და არ იქნებიან დამოკიდებული იმაზე, გარედან რას ეტყვიან, რა რეზოლუციას მიიღებენ”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.