კირ სტარმერი: დღევანდელ სამიტზე განვიხილავთ არალეგალურ მიგრაციას, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა არის ყოველთვის უფრო ძლიერი პასუხი

კირ სტარმერი

ჩვენ განვიხილავთ არალეგალურ მიგრაციას და შევისწავლით, რა დამატებითი ზომების მიღება შეგვიძლია ერთად, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა არის ყოველთვის უფრო ძლიერი პასუხი, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, სამიტზე ამ კუთხით რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

„არის დიდი ინტერესი, რადგან რამდენიმე ქვეყანას სურს ჩვენთან მუშაობა. ასე რომ, განვიხილავთ ამ საკითხს. ასევე, რა თქმა უნდა, არის უკრაინის საკითხი და როგორ შეგვიძლია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, პუტინზე მეტი ზეწოლის განხორციელება. ეს ორი საკითხი იქნება დომინანტური დღევანდელ დისკუსიაზე“, – განაცხადა სტარმერმა.