1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხებში.
ირაკლი კოვზანაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ცოტა ხნის წინ გაფორმებულ 3-წლიანი პროგრამის (Stand-By Arrangement)
მნიშვნელობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საქმეში, რაც კომიტეტის თავმჯდომარის თქმით,
თავის მხრივ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები.
ისაუბრეს პოსტკოვიდური და რუსეთ-უკრაინის ომის გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფისკალური ვითარების და პერსპექტივების შესახებ. პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.