ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
„სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს გადაჭარბებით შევასრულებთ. პროგრესი ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წელი დავასრულოთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ვიდრე ჩადებულია სახელმწიფო ბიუჯეტში (6%). არ გამოვრიცხავ, შემოდგომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის გარკვეულ კორექტირებას ზრდის მიმართულებით,“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ამ ფონზე კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება მაღალი ინფლაცია.
„მნიშვნელოვანია გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ხოლო ფისკალურ სფეროში ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. (2022 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებულია 4,4% დეფიციტი). მიმდინარე წელს ორივე მიმართულებით პროგრესი გვაქვს: პოლიტიკა გამკაცრებულია და ბიუჯეტის დეფიციტიც მცირდება (9.3%-დან 3.6%-მდე), რომელიც აისახება როგორც ინფლაციაზე ასევე ლარის კურსზე. იმედია ეს ტენდენცია გაგრძელდება,“ - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.