5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
2022 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობს არაფორმალური ძალები, რომლებიც სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით, თუნდაც ოფიციალურ ინსტიტუტებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გლობალური ომის პარტია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე დიდი გავლენით სარგებლობდა.
„2022 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური ომის პარტიაზე და ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ არსებობენ არაფორმალური ძალები, რომლებიც სარგებლობენ უზარმაზარი გავლენით, თუნდაც ოფიციალურ ინსტიტუტებზე. ევროკავშირში და შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაზე ისინი დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ბოლოს და ბოლოს, არსებობენ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმით უწყობდნენ ხელს ომს და ასე დაიწყო რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ასე, რომ წარმოიქმნა უზარმაზარი კონფლიქტი და, რა თქმა უნდა, მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ კონფლიქტში, აწვდიდა უკრაინას შესაბამის სამხედრო მასალებს და ა.შ. ასე, რომ არავინ ზრუნავდა რეალურად უკრაინაში ომის დასრულებაზე ან უკრაინაში ამ ომის არდაშვებაზე, რაც რა თქმა უნდა, ბევრ შეშფოთებას იწვევს. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო თავიდანვე, რომ ეს ომი არ მომხდარიყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ დანგრეულ ქვეყანას, მეგობარ ქვეყანას და ძალიან ვღელავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.