აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა

კლავიატურა

აუტისტური სპექტრის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა დაიხატა. თავიდან ჯესიკა სპეციალურ მოწყობილობას, სამეტყველო აპლიკაციის მქონე პლანშეტს იყენებდა. თუმცა, ერთ დღეს რესტორანში ყოფნისას ის მოულოდნელად გაფუჭდა. უცხოურ მედიასთან საუბრისას, ის ასეთ სიტყვებს ამბობს:

„ბავშვი ვერ მეუბნებოდა, რისი ჭამა უნდოდა, ამიტომ, მიმტანს ფურცელი და კალამი ვთხოვე და ჰანტერს ანბანი ჩამოვუწერე. თუმცა, ამან ის ძალიან გაანერვიულა. მოგვიანებით, ფურცელი ამოაბრუნა და მასზე კლავიატურის განლაგების დახატვა დაიწყო, რათა მასზე თითის დაჭერით სათქმელის გადმოცემა მარტივად შეძლებოდა“.

ამ შემთხვევის შემდეგ ჯესიკას იდეა გაუჩნდა, რომელიც რეალობად მალევე აქცია. მან მკლავზე კომპიუტერის კლავიატურა დაიხატა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მოგვიანებით ჯესიკამ არავერბალური აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის კლავიატურის პრინტით ტანსაცმლის ხაზის შექმნა.

 არავერბალური აუტიზმი აუტისტური სპექტრის აშლილობის ფორმაა. ამ დროს ადამიანს მეტყველების უნარი დაკარგული აქვს ან ვერ იყენებს სიტყვებს კომუნიკაციისთვის.

✕