პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, ოლაფ შოლცის ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური გზავნილები გაჟღერდა არა ერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. „იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გზავნილები გაჟღერდა არა ერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. ყველა საუბრობდა, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოება და ამ კონტექსტში პირდაპირ იყო მოხსენიებული საქართველო. ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აგვავსებს ოპტიმიზმით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, ოლაფ შოლცის ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების განწყობა აისახა რეზოლუციაში, რომელიც ყრილობამ მიიღო. „რეზოლუციაში პირდაპირ ხაზგასმულია, რომ ეს პოლიტიკური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვჭირდება რეფორმების გატარება და ამ ყველაფრის შემდეგ, დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად გახდება კანდიდატი ქვეყანა და საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს - ეს არის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულდა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.