დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტრაგიკულად დაღუპულ მარიტა მეფარიშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. საქართველო 13 წლის მოზარდს გლოვობს.
პანაშვიდზე მისული იყო ანსამბლი „ერისიონიც“, რადგან მარიტას ბაბუა მათი მოცეკვავე, შემდეგ კი ქორეოგრაფი იყო.
„მთელი ანსამბლი „ერისიონი“ მოვედით, რადგან ამ ბავშვის ბაბუა, ვახტანგ მეფარიშვილი იყო ჩვენი მოცეკვავე, შემდეგ ქორეოგრაფი. პატარა მარიტა სამსახურში მოჰყავდა და იქ დაცუნცულებდა ხოლმე. დღეს რომ დავინახე გარეთ ვეღარ გამოვედი, კინაღამ დავეცი. საშინელი ტკივილია...“,- ამბობს ანსამბლის დირექტორი.
სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ეკლესიაში უკვე დასრულდა. ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები მთელი დღის განმავლობაში მეგობრებისგან, ახლობლებისგან და სრულიად საქართველოსგან სამძიმარს იღებდნენ.