მეცნიერების თქმით, 2026-2027 წლების ამინდის პროგნოზი თავდაყირა დგება - რა ვიცით ელ-ნინიოს შესახებ
1780152176
13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობდა. მარიტას საბოლოოდ გამოემშვიდობნენ მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები.
ტაძარში მივიდნენ კახა კალაძე და სალომე ზურაბიშვილიც.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.
მარიტას სახელზე მიტანილი ყვავილები და სანთლები ვაკის პარკში ტრაგედიის ადგილას დარჩება.