2 საათი დოპინგზე იყო შესული - რა მოხდა სუპერთასის მატჩის შემდეგ
1786602757
თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
კერძოდ, ბიზნესმა „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დაცვით აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი ოპოზიციამ ერთმანეთის მიყოლებით იდენტური კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს.
ხელაძის თქმით, მისი ინფორმაციით აღნიშნული საწვავი განკუთვნილი იყო სამედიცინო დაწესებულებებისთვის, მძიმე პაციენტებისთვის, კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის ელექტროენერგიის გენერირების უზრუნველყოფისთვის.
„ამათმა შერაცხეს, თითქოსდა ეს ყველაფერი რუსულ სამხედრო ძალას უნდა მოხმარებოდა. ეს არის მიზანმიმართული მტრობა საკუთარი ქვეყნის. თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები“, - აღნიშნა მან.