ილია დარჩიაშვილი დღეს ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს ბრიუსელში დღეიდან იწყებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 16-17 მაისს ევროპის პოლიტიკურ ცენტრში კოლეგებს შეხვდება.

დღეს ბელგიის დედაქალაქი ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრას მასპინძლობს და ილია დარჩიაშვილი ევროპელ პარტნიორებს ქვეყნის მიერ გაკეთებულ განაცხადზე და კითხვარზე გაგზავნილ პასუხებზე ესაუბრება.

საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკომისიის დასკვნასა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინშია. კომენტარი მინისტრის შეხვედრების მნიშვნელობაზე საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა გააკეთა.