„ახალი თვალით ვუყურებ სამყაროს…“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745610132
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ბლოკი აპირებს, უკრაინას სამხედრო დახმარება დამატებით 500 მილიონი ევროთი გაუზარდოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბორელმა ეს განცხადება გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.
აღნიშნული დახმარების პაკეტი ევროკავშირის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობას 2 მილიარდ ევრომდე გაზრდის.
ამასთან, შეხვედრაზე უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების საჭიროებაზე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.