ევროკავშირი გადაიქცა აგრესიულ მოთამაშედ, რომელიც ევროპის კონტინენტის მიღმა ამბიციებს აცხადებს - სერგეი ლავროვი

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი გადაიქცა აგრესიულ მოთამაშედ, რომელიც ევროპის კონტინენტის მიღმა ამბიციებს აცხადებს. 

„უკრაინის ხელისუფლება მზად არის ნეიტრალური სტატუსისთვის ნატოსა და სხვა სამხედრო ბლოკების მიღმა გარანტიების მიღების პირობით, მაგრამ ამავდროულად, ყველანაირად ცდილობს, ხაზი გაუსვას ევროკავშირის წევრობას - კიევის სურვილი სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან გადაიქცა აგრესიულ მებრძოლ მოთამაშედ, რომელიც უკვე აცხადებს ამბიციებს ევროპის კონტინენტის მიღმა.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა აგრესიული კლასიკური სტილით განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს ვალდებულება აქტიური როლი ითამაშოს წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”,- განაცხადა მან.